ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსთან თანამშრომლობის კონტექსტში მიღწეული წინსვლა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში საქართველოს აქტიური ჩართულობა განიხილეს.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. მისი ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს.
შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსთან თანამშრომლობის კონტექსტში მიღწეული წინსვლა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩვენი აქტიური ჩართულობა“,- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.