ნატოს სამხედრო კომიტეტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვია
07-10-2021, 20:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადმირალი რობ ბაუერის ხელმძღვანელობით საქართველოს ორდღიან ვიზიტად ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაცია საქართველოში უკვე მეოთხედ იმყოფება.

 


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა უმასპინძლა. ცენტრის მეთაურმა დელეგაციის წევრებს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი და მშენებარე ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი სისტემები გააცნო. სტუმრებმა ცენტრში მიმდინარე ეროვნული და მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლებები - „დიდგორი 2021“ და „MAPLE ARCH“ პირადად დაათვალიერეს. ონლაინ რეჟიმში თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამმხრივ სწავლებას „Eternity 2021” და დამკვირვებელ-მაკონტროლებელის საერთაშორისო კურსის მიმდინარეობასაც დააკვირდნენ.

 

 

მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

 

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი