წინანდალში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართა
08-10-2021, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტს მასპინძლობს. ვიზიტის მეორე დღე წინანდალში, „რადისონ ქოლექშენში“ ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომით გაიხსნა. ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირებსა და ქართულ მხარეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი მიესალმნენ.

 


როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს საქართველოში ვიზიტი ალიანსის ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულების კიდევ ერთი დასტურია და აღსანიშნავია, რომ საქართველო სარგებლობს ნატო-ს უპრეცედენტო მხარდაჭერით, რაც მნიშნელოვანი ფინანსური, საექსპერტო და პრაქტიკული დახმარებით გამოიხატება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, შავი ზღვის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები, თავდაცვის სისტემასა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც მხარეებმა ყურადღება პლენარულ სხდომაზე გაამახვილეს. ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი ინფრასტრუქტურა და სისტემები დადებითად შეაფასეს და ქართული ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნისა და თავსებადობის დონე აღნიშნეს.

 

 

ნატო-ს მხარემ საერთო უსაფრთხოების ძალისხმევაში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გამოთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი