ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
08-10-2021, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პირველი დღის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 


ადმირალ ბაუერის განცხადებით, სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას.

 

 

„ნატოს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, - აღნიშნა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. 

 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცენდენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადჰყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში. ოფიციალური განცხადებები ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

 

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრმა ადმირალ ბაუერს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ნატოს სამხედრო კომიტეტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

 

 

მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებისას მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პოლიტიკაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ერთობლივად განხორციელებული პრაქტიკული ღონისძიებების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გაძლიერებული

თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას, რაც ალიანსის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ძალისხმევას გულისხმობს. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს მიერ წარმოებულ საერთაშორისო მისიებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესს.

 

 

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში ადმირალი ბაუერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
შეხვდა. სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრნენ, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნენ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი