ფაქტი, რომ სააკაშვილმა მიჰყიდა აზერბაიჯანს დავით გარეჯი 2007 წელს, მას შემდეგ რაც ორჯონიკიძემ გაყიდა კიდევ სხვა ქართული მიწებიც - და მას ამაზე პასუხისგებაში არ აძლევენ და აქ კიდევ ცდილობენ მის შიმშილობაზე აპელირებას - ესეც სირცხვილია
11-10-2021, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე და ზურა რთველიაშვილი ამ ორი წლის ტელეკომპანია 'პირველში' მიგვიწვიეს რომ აზრი დაგვეფიქსირებინა, სადაც ჩვენ მტკიცედ ვთქვით, რომ ისევე როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო, დავით გარეჯის მონასტერიც ოკუპირებულია. დღეს, ეს ნათლად დასტურდება უკვე, როდესაც აზერბაიჯანი რუსთთან და თურქეთთან ერთად გვთავაზობს 3+3 ფორმატში შესვლას და დასავლეთის ფაქტობრივად გაგდებას რეგიონიდან. ამას ჩვენ მაშინაც ვამბობდით.

 

 

ამავე დროს ბატონ ნიორაძეს და ძვირფას გია ბუღაძეს მინდა პირდაპირ ვუთხრა, რომ სიტყვა 'ყიზილბაშის' ხმარება არანაირად არ არის ქსენოფობია. ამ სიტყვას ხმარობდა ივანე ჯავახიშვილიც, სიმონ ჯანაშიაც და ბევრი სხვა ღვაწლმოსილი ქართველი ისტორიკოსიც. განა ვაჟა-ფშაველა ქსენოფობი იყო, როდესაც მან 'ბახტრიონი' დაწერა? მაშინაც ხომ ბევრი ეროვნებით აზერბაიჯანელი ცხოვრობდა საქართველოში და არც ამ გენიალური პოემის გამოცემის შემდეგ დამუქრებიათ მათ დიდი საფრთხე. ქართველი ხალხი ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში იბრძოდა ყიზილბაში დამპყრობლების წინააღმდეგ - და ეს არანაირად არ იყო ქსენოფობია - ეს იყო სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი. არც ივანე ჯავახიშვილი იყო ქსენოფობი, არც ექვთიმე თაყაიშვილი, არც პავლე ინგოროყვა, არც ჯანაშია და არც ერთი სხვა ისტორიკოსი, რომელიც უბრალოდ მოვლენებს აღწერდა.

 

 

თუ გნებავთ რომ ეს მსჯელობა დღევანდელ კონტექსტში გადმოვიყვანოთ - დააკვირდით კარგად მოვლენებს - ერდოღანმა, პუტინმა და ალიევმა შემოგვთავაზეს ფორმულა 3+3 - რომელიც მთლიანად ანტი-დასავლურია. და ახლა გულზე მჯიღის დარტყმა და იმის ძახილი რომ აზერბაიჯანი ჩვენი ძმაა და რუსეთის მოწინააღმდეგე - არის უკვე აშკარა სიცრუე. ყარაბაღის ომმა საბოლოოდ დაგვანახვა, რომ აზერბაიჯანი მჭიდრო ალიანსშია პუტინის რუსეთთანაც და ერდოღანის თურქეთთანაც. სომხეთს და ჩვენ არაფერი გვკითხეს - შესაძლოა ირანსაც. ასე აპირებენ დასავლეთის განდევნას რეგიონიდან. და ამის მერე ვინმეს მოუტრიალდება ენა რომ თქვას, რომ სიტყვა ყიზილბაშის ხმარება ქსენოფობიაა????

 

 

ფაქტი, რომ სააკაშვილმა მიჰყიდა აზერბაიჯანს დავით გარეჯი 2007 წელს, მას შემდეგ რაც ორჯონიკიძემ გაყიდა კიდევ სხვა ქართული მიწებიც - და მას ამაზე პასუხისგებაში არ აძლევენ და აქ კიდევ ცდილობენ მის შიმშილობაზე აპელირებას - ესეც სირცხვილია. ქართველი სახელმწიფოს ნამდვილად პატრიოტი პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია, რომელიც ქართულ მიწებს არ ყიდდა და არც ქსენოფობი იყო. ხოლო ის ხალხი, ვისაც გარეჯი ფეხზე ჰკიდია და მის გაყიდვას არაფრად აგდებს - ქართველოფობია. ღმერთმა შეგარგოთ 3+3 ფორმატი. მე პირადად არ ვაპირებ ამას შევეგუო.

 

 

ირაკლი კაკაბაძე,


მწერალი


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 1
#1   Jack
      
What's up to all, the contents present at this website are truly awesome
for people experience, well, keep up the good work fellows.


Feel free to visit my blog - Joellen
8 ნოემბერი 2021 21:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი