თუ მაღალი და დაბალი ჩინის სასულიერო პირებს პოლიტიკური სიმპათიები გააჩნიათ და/ან პოლიტიკური საქმიანობა სურთ, კეთილი ინებონ და გაიხადონ საეკლესიო სამოსი და იმ პარტიაში მივიდნენ, საითკენაც გული და გონება მიუწევთ!
12-10-2021, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ მაღალი და დაბალი ჩინის სასულიერო პირებს პოლიტიკური სიმპათიები გააჩნიათ და/ან პოლიტიკური საქმიანობა სურთ, კეთილი ინებონ და გაიხადონ საეკლესიო სამოსი და იმ პარტიაში მივიდნენ, საითკენაც გული და გონება მიუწევთ!

 


ძალზე მაღალი სასულიერო პირის პოლიტიკურ ავანტიურებში მონაწილეობა (პეტიციები, პოლიტიკური განცხადებები, აგრესიული ქმედებები და ა.შ.) მიუთითებს მასზედ, რომ ამ სასულიერო პირს ელემენტარული რამეები არა აქვს გააზრებული ან შეგნებული შემსრულებელია: იგი უპირველესად შეურაცხყოფს სარწმუნოებას, ზიანს აყენებს ეკლესიას და ხაზს უსვამს საკუთარ არაღვთისმოსაობას, რადგან სასულიერო პირის მენტალური კონსტრუქცია დიამეტრალურად განსხვავდება (უნდა განსხვავდებოდეს!) ყოფითი აზროვნების კონსტრუქციისგან!

 


მას შეუძლია იფიქროს ის, რასაც ფიქრობს, მაგრამ მას არ ყოფნის ჭკუა გაიაზროს მთავარი: მისი უჭკუო ანგაჟირება ეკლესიას უთხრის ძირს და აკნინებს მის ფუნქციას!
პოლიტიკურად ანგაჟირებული სასულიერო პირი - ეს ყველაზე საშიში მტერია ეკლესიისა, რადგან ხელს უწყობს მისი ავტორიტეტისა და გავლენის დაკარგვას!

 


ეკლესია პოლიტიკური პარტია არ არის - ეკლესია პოლიტიკაზე მაღლა დგას და როცა ძალზე მაღალ სასულიერო პირს ეს არ ესმის და პოლიტიკური თამაშებში მონაწილეობს, რომლის ღრმა კონტექსტებზე წარმოდგენა არა აქვს, - იგი სასაცილო და უბადრუკი ხდება!

 


ტრაგი-კომიკური სასულიერო პირი კი იმაზე უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს!

 


სულ ესაა!

 

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი