ირინა სარიშვილი: ჩემზე მეტი რა გაწყენინათ ასეთი მიშამ, შეგავიწროვათ, გდევნათ მისმა ხელისუფლებამ, რა ბოღმა გაქვთ ასეთი, რაც ამ ქვეყნის ინტერესზე მეტია?!
13-10-2021, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახლა ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში უშიშროების საბჭოს მდივნის გამოსვლას გადაცემაში "პირველი ხაზი" ტვ პირველზე, სადაც მან 14 ოქტომბრის აქციაზე უარის მიზეზად დაასახელა ის რომ აქცია მიხეილ სააკაშვილის იმ დღესვე განთავისუფლებას ითხოვსო, ამასვე ამბობს მიშაცო, ყალბ მოლოდინს ქმნიან და ამის გამო არ მივალთო.

 


მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა, გიგა ბოკერიას უაღრესად ჭკვიან ადამიანად ვთვლიდი ყოველთვის, მაგრამ როგორც ჩანს, როცა თავადვე იცი რომ არ ხარ მართალი და საკუთარი პოზიციის თვითონვე გრცხვენია, აქ ინტელექტი ვეღარ გშველის, უბრალოდ უსუსურ ტყუილს ამბობ და შემდეგ დიდი ტანჯვით ცდილობ იმის ახსნას, რისი ახსნაც შეუძლებელია – აღიარებდე რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და არ მიდიოდე საპროტესტო აქციაზე მისი განთავისუფლების მოთხოვნით...

 

 

მე 14 ოქტომბერს მივდივარ აქციაზე, რომლის მოთხოვნაა "თავისუფლება მიშას" და არც ერთი წუთით არ ველი რომ მას ვინმე იმ დღეს გაანთავისუფლებს და არც არავინ ამბობს ან ელის ამას, მიშას ჩათვლით. ამის გარდა 14 ოქტომბერი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი აქცია, თუ რა ძალასთან ექნება მას საქმე 30 ოქტომბერს არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში.

 

 

ამისთვის გადადო თავი მიშამ, ჩამოვიდა, ციხეშია და შიმშილობს! ეს კი ყველას ინტერესია, ყველასი, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის და ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იმის მიუხედავად არის თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ან მისი პარტიის ამომრჩეველი.

 


არავითარი სურვილი არ მაქვს არც გიგა ბოკერიას, არც სხვა პოლიტიკოსების გალანძღვის, ვინც არ უერთდება 14 ოქტომბრის აქციას. უფრო მეტიც, ჩემს ოლქში, მეორე ტურში ერთ–ერთი ასეთი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს მეორედაც შემოვხაზავ, რადგან მისი კონკურენტი "ოცნების" კანდიდატია. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ასეთ პარტიებთან: ჩემზე მეტი რა გაწყენინათ ასეთი მიშამ, შეგავიწროვათ, გდევნათ მისმა ხელისუფლებამ, რა ბოღმა გაქვთ ასეთი, რაც ამ ქვეყნის ინტერესზე მეტია?!

 


ყველას მოგიწოდებთ, 14 ოტომებრს, 6 საათზე მივიდეთ თავისუფლების მოედანზე და ვაჩვენოთ ამ ბოროტებას რომ რაც ადრე გასდიოდათ, 30–ში აღარ გაუვათ!
უნდა მოვიგოთ!

 

 

ირინა სარიშვილი,

 

პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი