საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
13-10-2021, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ კნირშს უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების პროცესში გერმანული მხარის წვლილზე, გაწეულ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან განახლებული არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებასაც გაუსვა ხაზი, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. გერმანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის პროცესში საქართველოს ეფექტური სატრანზიტო მხარდაჭერა.

 

კომენტარები: 2
#2   Adalberto
      
An intriguing discussion is worth comment. I do think that you should
publish more on this issue, it might not be a taboo subject but typically
people don't talk about such issues. To the next!
Cheers!!

Have a look at my site; Corazon
5 ნოემბერი 2021 06:56
#1   Edison
      
Right here is the right webpage for everyone who hopes to understand this topic.

You know so much its almost tough to argue with you (not that I actually will need to…HaHa).
You definitely put a brand new spin on a topic that's been written about for ages.
Great stuff, just excellent!

Here is my web blog - Tahlia
1 ნოემბერი 2021 04:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი