აჰა, ეს დღეც დგება!.. 14 ოქტომბერი იმიტომაც არის რეფერენდუმი, რომ მთელმა საქართველომ გაარკვიოს - საქართველოში მკვლელებს და ფაშისტებს 30 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ თუ 0, 3 პროცენტიანი მხარდაჭერა
14-10-2021, 06:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აბანოში გამოჩნდება

 


14 ოქტომბერი მართლა რეფერენდუმის დღეა.

 


"ნაციონალური მოძრაობა" ბოლო კოზირს ჩამოვიდა. ბელადი ციხეშია. მისი არამარტო პოლიტიკური, არამედ ფიზიკური არსებობაც საფრთხეშია.

 


ეს ის ვითარებაა, როდესაც სააკაშვილის მომხრეთა სრული მობილიზება უნდა მოხდეს, რადგან 14 ოქტომბრის მარცხი სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოოდ წაშლა იქნება. 30 პროცენტიანმა პარტიამ ყოფნა-არყოფნის მიჯნაზე მისი ელექტორატის ნახევარი თუ არა, მესამედი მაინც ხომ უნდა გამოიყვანოს ქუჩაში? ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სამმილიონ ნახევარზე მეტი ამომრჩეველია. ე.ი. 14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდასაჭერად ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. ეს რიცხვი ორჯერ რომ შევამციროთ, ნახევარი მილიონია, ოთხჯერაც რომ შევამციროთ, 250 ათასია. კიდევ რომ შევაციროთ და ბევრჯერაც რომ შევამციროთ, 14 ოქტომბერს რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ხალხის ტევა არ უნდა იყოს - ასი ათასობით ადამიანი უნდა გამოვიდეს. ეს თუ ასე მოხდა, გამოდის, რომ დამნაშავეთა ამ ხროვას მართლაც დიდი მხარდაჭერა ჰქონია და ამ საქართველოში ცხოვრება არც ღირს, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ 14 ოქტომბერს 5 ან თუნდაც 10 ათასი ადამიანი ვიხილეთ ქუჩაში, ეს იმისი პირდაპირი დადასტურება იქნება, რომ სააკაშვილს არც მხარდაჭერა აქვს და არც მისი 30 პროცენტი რეალური არ არის. მას ამ პროცენტებს გაყალბებით მიაწერენ.

 


იმიტომაც არის ეს დღე რეფერენდუმი, რომ მთელმა საქართველომ გაარკვიოს - საქართველოში მკვლელებს და ფაშისტებს 30 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ თუ 0, 3 პროცენტიანი მხარდაჭერა.

 


ხომ გახსოვთ განათქვამი, - აბანოში გამოჩნდება.

 


აჰა, ეს დღეც დგება!

 

ვალერი კვარაცხელია

 

ჟურნალისტი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი