სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთმა სპეციალიზებული ეკიპირება დონაციით გადმოსცა
16-10-2021, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ჟანდარმერიამ სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ეკიპირება დონაციის სახით გადმოსცა. დონაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივისა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი თანამშორმლობის საფუძველზე განხორციელდა.

 


დონაციის ოფიციალური ცერემონიალი პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე გაიმართა. დონაციის ოფიციალურ დოკუმენტზე საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა, დღეს კი, სპეციალიზირებული ეკიპირების გადმოცემის მიღება-ჩაბარების დოკუმენტი გაფორმდა.

 

 

აღჭურვილობა სპეციალიზირებულია სამხედრო პოლიციის ოპერირებისათვის. იგი მოიცავს სპეციალურ კონტროლის ტექნიკას, ქიმიური თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას, შემთხვევის ადგილის დაცვის აღჭურვილობას, პირველად სამედიცინო დახმარებას, ჩეკ-პოინტების აღჭურვილობას და სხვა.

 


პოლონეთის ჟანდარმერიის ბაზაზე გამართულ დონაციის ცერემონიალზე საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პოლონეთის რესპუბლიკაში ნინო ბაკაშვილი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი, პოლონეთის ჟანდარმერიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მატეუშ დადალი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი იაცეკ კაჟიმერსკი, ასევე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ბატალიონის უფროსი და ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ.

 

 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქართული მხარისთვის გადაცემული ეკიპირება დაათვალიერეს და ქართველი და პოლონელი სამხედრო პოლიციელების მონაწილეობით სპეციალურად მათთვის გამართულ ერთობლივ საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ. ამჟამად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ერთი ოცეული პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე სწავლებასა და შეფასებას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირებისთვის გადის.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი