ირაკლი ღარიბაშვილი: ვეტერანთა ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება
17-10-2021, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა თაობის ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 


“გულითადად ვულოცავ ვეტერანთა დღეს სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, ვინც მეორე მსოფლიო ომსა თუ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსა და მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის.

 


დღეს თქვენთან, მთელს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებთ თქვენს თანამებრძოლთა, იმ გმირთა ხსოვნას, ვინც ოჯახებს ვერ დაუბრუნდა, ვინც ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღო სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის.

 


საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ბატონმა კობამ ჩამოთვალა ყველა ის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც განვახორციელეთ ჩვენი მთავრობის პირობებში, ყველა ის პროგრამა, რომელიც განხორციელდა და განხორციელდება, იქნება ეს 1000 ლარიანი დანამატები თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც განხორციელდა ბოლო პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, გადახედილი იქნება და ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება. თქვენი დაფასება არის არა მხოლოდ თქვენი ღვაწლისა და დამსახურების აღიარება, არამედ ესაა ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე. ასე რომ, საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი სამსახურისთვის და ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ გახსნა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი