ჯუანშერ ბურჭულაძემ და ლოიდ ოსტინმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
18-10-2021, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში გამართული ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია. თავის მხრივ, ამერიკელმა კოლეგამ საქართველოს თავდაცვის მინისტრს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: „მინდოდა, დღეს აქ პირადად ვყოფილიყავი, რადგან შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს, როგორც ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორს. ხოლო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“.

 


პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ კოლეგებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა უსაფრთხოების ზოგადი გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მყარი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ისე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. „ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. „ინიციატივა ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენ ვავითარებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას თავდაცვის სექტორში მუდმივი ინსტიტუციური რეფორმებით, შესაძლებლობების გაძლიერებით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ეფექტიანი შეკავება და თავდაცვა მოითხოვს და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზებითა და განვითარებით, ეს ინიციატივა განავითარებს საერთო უსაფრთხოების ინტერესებსა და გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე.

 


აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო მისიებში თავდაცვის ძალების მრავალწლიანი კონტრიბუციის შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე, ნდობასა და პატივისცემაზე, რომელიც ქართველ და ამერიკელ სამხედროებს წლების მანძილზე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მხარდამხარ ბრძოლის შედეგად ჩამოუყალიბდათ. ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ქართველ ხალხს მათი აშშ-სა და ნატოს მიმართ ავღანეთში ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ავღანეთის მისიაში განუზომელია. „ჩვენი ერთობლივი მისია ავღანეთში არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცის დემონსტრირება“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

 


მხარეების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის საკითხებს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას, აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული იმპლემენტაციის პერსპექტივებს.

 


თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას, იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.

 

კომენტარები: 6
#6   Cliff
      
Hey! Someone in my Myspace group shared this site with us so I came to take a look.

I'm definitely enjoying the information. I'm book-marking and will be tweeting this to my followers!
Excellent blog and fantastic design.

Feel free to visit my site Annetta
10 ნოემბერი 2021 23:42
#5   Luciana
      
Nice post. I learn something new and challenging on websites I stumbleupon on a daily basis.
It's always helpful to read articles from other authors
and practice a little something from their web sites.


my web site Columbus
10 ნოემბერი 2021 22:36
#4   Danial
      
Estes tratamentos salutar aqueles que salubre melhor estudados bem como que salubre
eficazes a fim de o transtorno.

Feel free to surf to my web page: web site (demo3-ecomm.in.ua)
10 ნოემბერი 2021 19:19
#3   Bruce
      
Hi! I've been reading your site for a while now and
finally got the courage to go ahead and give you a shout out from Austin Texas!
Just wanted to say keep up the fantastic job!

Visit my webpage: Cody
10 ნოემბერი 2021 17:08
#2   Julianne
      
Spot on with this write-up, I really believe that this website needs far more attention. I'll probably
be back again to read more, thanks for the
advice!

My web site Elaine
5 ნოემბერი 2021 05:38
#1   Kathleen
      
What's up colleagues, how is all, and what you want to say regarding this article, in my view its genuinely amazing in favor of me.


Visit my webpage; Israel
1 ნოემბერი 2021 04:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი