დოდონა კიზირია: დასავლეთმა შეიძლება დააყადაღოს ბორიას მილიარდები, განსაკუთრებით სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში
19-10-2021, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისეთი მკაცრი განცხადებები, როგორც გუშინ დასავლეთმა და განსაკუთრებით ამერიკამ გააკეთა, დიდი ხანია არ ყოფილა.

 


პუტინის ქართველი ლილიპუტინები ორცეცხლს შუა არიან. ერთი მხრივ, კრემლიდან მიღებული აქვთ ბრძანება, არავითარ შემთხვევაში ციხიდან არ გამოუშვან მიხეილ სააკაშვილი. თუნდაც მოკვდეს, და თუ მოკვდება, მით უკეთესი პუტინ-ლავროვ-კრემლისთვის.

 

 

მეორე მხრივ, დასავლეთმა შეიძლება ამჯერად პერსონალური სანქციებიც დაუწესონ და დააყადაღონ ბორიას მილიარდები, განსაკუთრებით სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში.

 


მესამე ფაქტორი ის არის, რომ ხალხი, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც არასდროს ისეა მათზე გულაყრილი და, როგორც იქნა, უფასო ფულის მიღების იმედგაცრუებული.

 


მიშას თავი აქვს გადებული, ეგებ ჩემმა სიკვდილმა გაანათოს მომავლის გზაო. პირადად მე ვისურვებდი, მან ეს ტრაგიკული ფასი არ გაიღოს. იმიტომ კი არა, რომ სამშობლოს მომავლისთვის თავდადებას აზრი არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ დღევანდელ რეალობაში, დღევანდელი ადამიანების მენტალობაში ასეთი მსხვერპლი, ვშიშობ, უკვე აღარ გამოიწვევს ისეთ რეაქციას, როგორიც, ვთქვათ, ორმოცდაათი, ან ასი წლის წინ იქნებოდა. შეცვალა რამე პრეზიდენტი გამსახურდიას ტრაგიკულმა სიკვდილმა?

 


მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, მშვენიერი, უკეთესი ნუ გინდა, საჩუქარი იქნება პუტინისთვის. მის გარდაცვალების დღეს სახალხო ზეიმად გამოაცხადებენ და ეგებ პარადიც ჩაატარონ წითელ მოედანზე მათი ჩვენზე გამარჯვების აღსანიშნავად. რუსი ბიდლო კი დაიჯერებს, რომ პუტინმა კიდევ ერთი მტერი "დაამარცხა". მერე რა, რომ მონებად არიან გადაქცეული, "ზატო კრიმ ნაშ." ეს არის მათი მენტალობა.

 


ჩვენი ლილიპუტინები დაფრთხებიან რაღაც დროით, მაგრამ ბორია მარჩენალი ჰყავდეთ კარგად და გაძლებენ როგორმე. თანაც შვებით ამოისუნთქავენ, რომ ადამიანი რომლის მიმართ შური და ბოღმა ახრჩობდათ, რომელიც, ტყვეობაშიც კი შიშის ზარს სცემდა, აღარ იქნება ამ ქვეყანაზე.

 


დასავლეთი? რასაკვირველია, დასავლეთი აღშფოთდება, სათანადო განცხადებებსაც გააკეთებს, ალაბათ სანქციებსაც დააწესებს რაღაც დროით. მერე? მერე არაფერი. აი, გადახედეთ მსოფლიო რუკას. ჩვენ მასზე ერთი პაწაწინა წერტილი ვართ. უამრავი ხალხი, ქვეყნები, სახელმწიფოები შესცქერიან ევროპას და ამერიკას - დაგვეხმარეთ, მოგვეცით, მხარში ამოგვიდექითო. დასავლეთს კი, თქვენ წარმოიდგინეთ, უამრავი საკუთარი პრობლემა აქვს და მათმა მთავრობებმა პირველ ყოვლისა საკუთარი ამომრჩეველი უნდა დააკმაყოფილონ. ეხმარებიან იმათ, ვინც მზად არის საკუთარ თავს დაეხმაროს, იბრძვის საკუთარი მომავლისთვის.

 


რა გავლენა ექნება მიშას შესაძლო სიკვდილს? აღშფოთდება, დაირაზმება, იბრძოლებს ხალხი? რაღაც ნაწილი ნამდვილად იბრძოლებს, თავგანწირვამდე იბრძლებს. მაგრამ ვშიშობ, რომ ბევრს გული გაუტყდება, ბევრი ხელს ჩაიქნევს, ბრძოლის უნარს დაკარგავს

 


აი ამიტომ მიშას სიკვდილი დაუშვებელია!!!

 


პირადად მე ვისურვებდი მან შესწყვიტოს შიმშილობა და ლილიპუტინები იძულებული გახდნენ, გაანთავისუფლონ ჩვენი გულივერი.

 

 

მიშა სჭირდება საქართველოს. მისი ნიჭი, ენერგია, შემართება სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს. ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდრები, რომ ასეთი მძიმე ფასი გავიღოთ.

 

 

დოდონა კიზირია,


პროფესორი


წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი