ლევან ვასაძე: ქვეყნის მმართველად სრულიად არ ივარგა... ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ბრალი და კოჰაბიტაციის შედეგი
19-10-2021, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                   ლევან ვასაძე - უძლურის დღიური XXXV.

 

„ნება მიბოძეთ, გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს, რამდენადაც შორს არ უნდა იყოს ეს „უძლურის დღიურის“ მთავარი მიზნებისგან.

 


9 წლის მანძილზე „ძებნილი“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ნებსით დაბრუნება ვერ მოხდებოდა, ჩვენი ქვეყნის მმართველი გლობალისტური ძალების მხრიდან პოლიტ-ტექნოლოგიური ჩანაფიქრის და სააკაშვილისათვის შესაბამისი გარანტიების მიცემის გარეშე.

 


ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ ამ გეგმების სხვადასხვა ვარიანტებზე, რომლებიც, ნებისმიერ შემთხვევაში, მიზნად ისახავს ხელისუფლების ცვლილებას, ასევე, შეგვიძლია ვიმარჩიელოთ ახდება თუ არა ისინი, და ბოლოს, იმაზეც, თუ რამდენად არის ამ გეგმების და გარანტიების სააკაშვილისთვის მიმცემი მისი უფროსობა გულწრფელი სააკაშვილის მხარდაჭერასა და არ გაწირვაში - რაღაც სხვა, თავისი გეგმების გამო.

 


არც ის შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ამ ნახსენებ გეგმებსა და გარანტიებს თან დართვოდა სააკაშვილის ნაწილობრივი იძულებაც - როდემდე უნდა ერბინა სახურავებზე და რესტორნებში უკრაინაში ამ ფუნქცია დაკარგულ მანიაკს.

 


რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ამ დამნაშავეს საქართველოში ნებისმიერი მიზეზით დაბრუნების შედეგად, ამაზე მარჩიელობას, როგორც უკვე ვთქვი, არ ვაპირებ. აქ ყველას თავისი აზრი აქვს და დრო გვიჩვენებს, რა მოხდება.

 


მოვლენათა განვითარება, გარე ძალების პოზიციები - გლობალისტები იქნებიან ეს თუ მათ მიერ ნაწილობრივ გავლენის ქვეშვე მყოფი ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ჩვენი ერის უნარი იმოქმედოს და თავად განსაჯოს და გაარჩიოს სიცრუე სიმართლისაგან, სახელისუფლებო საკვანძო პირების მოქმედება - თუ ერის ინტერესებში, თუ საკუთარი თავისა - და რაც მთავარია, ღმერთის ნება, განსაზღვრავს იმას, თუ რა მოხდება საქართველოში უახლოეს მომავალში.

 


მე შემიძლია მხოლოდ მოკლე თეზისების სახით ჩამოვაყალიბო ის, თუ ჩემი აზრით, პირველ რიგში, რა არის სწორი და სამართლიანი ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის, და ასევე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის სათავეში ან სააკაშვილის, ან მისი რეჟიმის მიმდევრების მოყვანას, თუ ეს გეგმები ახდა.

 


დავიწყებ პირველით:

 


▪️ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ბრალი და კოჰაბიტაციის შედეგი;

 


▪️ მათი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან მოხდა ქართველი ხალხის მოტყუება, სამართლიანობის არ აღდგენა და სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის არა მარტო არ დასჯა და გასამართლება ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ, ერთი-ორი საჩვენებელი გამონაკლისის გარდა, მთელი ამ რეჟიმის წარმომადგენლების სრული ლეგიტიმაცია და პოლიტიკურ და თანამდებობრივ პოზიციებზე დატოვება, ნაწილობრივი „ოცნებაში“ გადმოყვანა და დაწინაურება;

 


▪️ ამავე ცხრა წლის განმავლობაში განუხრელად გაგრძელდა იმავე ლიბერალური რესპუბლიკის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ატარებდნენ შევარდნაძეცა და სააკაშვილიც, რომლის შედეგად ამ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში:

 


- ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 5.4 მილიონიდან - 3.7 მილიონამდე;

 


- ნარკომანთა რიცხვი გაგვეზარდა 10 ათასიდან - 350 ათასამდე;

 


- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა რიცხვი გაგვეზარდა 10 ათასიდან - 700 ათასამდე;

 


- დედის საშოში, აბორტების სახით, მოიკლა არანაკლებ 1.5 მილიონი ჩვილი;

 


- ქვეყნიდან წავიდა მინიმუმ 1.2 მილიონი მოქალაქე;

 


- მოქალაქეთა საშუალო პირადი ვალი გაიზარდა მათი წლიური შემოსავლის 10%-დან 100%-მდე მაინც;

 


- ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა 1500%-ით მაინც და უახლოვდება ეკონომიკის ზომის, ანუ მ.შ.პ.-ს 70%-ს;

 


- ქვეყნის ტერიტორია შემცირდა 69 ათასი კვადრატული კილომეტრიდან - 54 ათას კვადრატულ კილომეტრამდე;

 


- ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩამოსახლდა მინიმუმ ასი ათასი იმიგრანტი, რომლებისთვისაც საქართველოში არსებული ლიბერალური ანკლავი, თავისი ბორდელებით, ნარკოტიკებით და აზარტული თამაშებით ევროპის იაფი და ლეგალური ვარიანტია;

 


- არაფერი გაკეთებულა რუსული ოკუპაციის დასაძლევად ცხინვალსა და აფხაზეთში;

 


- გაგრძელდა ლიბერალური პროგრამის ყველა პუნქტის შესრულება: უცხოელებზე სასოფლო მიწების გაყიდვა იქნება ეს, გარყვნილების პროპაგანდის შეტანა სკოლებში, ახალგაზრდობის ნარკომანიზაცია, თუ სხვა;

 


▪️ ყოველივე ამის შედეგად, ქვეყანაში დამკვიდრდა სრული ნიჰილიზმისა და ცინიზმის, ამქვეყნად სამართლის არარსებობის განცდა, რაც აისახება როგორც საარჩევნო მონოპოლიზირებული სისტემის უნდობლობაში, ასევე ბიძინას და „ქოცების“ ჯინაზე „ნაცების“ მხარდაჭერაში, რასაც პირადად მე ვერასოდეს გავამართლებ, თუმცა, დიდ ახსნას ეს ფენომენი არ საჭიროებს;

 


▪️ ამ პოლიტიკის ქვეყნისათვის მავნებლობა, ბიძინას პირად ქველმოქმედებასთან შედარებით, არის განუზომლად დიდი და მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ყველას მოვუწოდებ პირად შეურაცხყოფაზე უარის თქმას და ნებისმიერი ქველი საქმის დაფასებას - მითუმეტეს, ამ მასშტაბის ქველმოქმედისა - ვთვლი, რომ მისი და მისი პარტიის პოლიტიკა არის ერის დაღუპვის პირდაპირი რეცეპტი;

 


▪️ არც მე და არც არავინ ბოლომდე არ ვიცით დეტალები იმ წნეხისა, რომლის ქვეშაც, შესაძლოა, ამ წლებში ის და მისი გუნდი ამყოფეს გარე ძალებმა, მისივე გარემოცვისგან ვიცით, მისთვის უკანონოდ შვეიცარიულ ბანკში მოპარული დიდი თანხების შესახებ, რომლებზეც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, და, შეიძლება, ვერ წარმოვიდგენთ, რა საფრთხეებში მოუწია პირადად მას ყოფნა მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ, არაფერი ამართლებს ზემოთ აღწერილ იმ უბედურებას, რაც მისმა პოლიტიკამ დამართა საქართველოს და დააყენა ქვეყანა სააკაშვილისა და „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური საფრთხის წინაშე;

 


▪️ მაგრამ, აი, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ უახლოესი წრე მან შეიდგინა მაქებლების, მეხოტბეების და ფულის გამო მისი მსახურებისაგან, ქვეყნის მმართველად სრულიად არ ივარგა, და ერთი-ორი წესიერი კაცის გარდა, "ოცნება" გაავსო ისეთივე იდეოლოგიური ლიბერალებით, როგორებიც არიან "ნაცებიც", ლჭყპტ მანიფესტზე ხელის მომწერი 15-ვე პარტიაც, და მისივე გლობალისტებთან ვითომ შეთანხმებული პოლიტიკური პროექტი გახარიაც, თავისი ლჭყპტ აქტივისტი მოადგილე მეზვრიშვილის თაოსნობით;

 


▪️ ზემოთ ხსენებული კატასტროფის გარდა, მივიღეთ პოლიტიკური სისტემა, რომელიც ქცეულია დაყოფილი, დაპირისპირებული უამრავი პარტიის ქარვასლად, რომელსაც ადვილად მართავენ გარე ძალები;

 


▪️ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღიდან 2014 წელს „ქოცების“ მიერ ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებისა - როდესაც, ჩემს ღია წერილში მაშინვე ვუთხარი მათ, რაც დაემართებოდათ ამის გამო (ტექსტი იხილეთ ბმულზე:

 

https://drive.google.com/.../1QgaaW2J4u2wf94EyhzU.../view...)  - მე ვერანაირ იდეოლოგიურ განსხვავებას ვეღარ ვხედავ „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის და ერთ ჭირად მიმაჩნია ისინი ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ხოლო, დანარჩენი საქართველო - ტოტალიტარული ლიბერალური ოკუპაციის ქვეშაა მოქცეული;

 


▪️ არსებულ სახიფათო ვითარებაში, საჭიროა გაკეთდეს ის, რაც ცხრა წლის წინ „ოცნების“ მიერ უნდა გაკეთებულიყო:

 


- დაისაჯოს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი;

 


- დაისაჯოს "ქოცების" "ნაცებზე" კოჰაბიტირებული რეჟიმი;

 


- საქართველოში განადგურდეს ლიბერალური რესპუბლიკა და

 

 

- შეიქმნას ეროვნული სახელმწიფო ხალხის მმართველობის - და არა ლიბერალური დემოკრატიის სახით, ძლიერი, ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის ლიდერით, რომელიც სამივე სახელისუფლებო შტოზე მაღლა იდგება და გააკონტროლებს მათ;

 


- ყველა ის კეთილსინდისიერი და საქმის მცოდნე მოხელე, ვინც ამ სამივე რეჟიმის პირობებში ასე გაწამდა და სასწაულად შეინარჩუნა ქვეყნის კეთილსინდისიერად მსახურების უნარი და სურვილი, უნდა დარჩეს თავის ადგილზე და ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ლიბერალური დიქტატურის წნეხისგან;

 


- 180 გრადუსით არის შესაცვლელი ქვეყნის იდეოლოგიური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტრატეგია, რომლის მიზანიც უნდა იყოს საქართველოს გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კლების შეჩერება და ზრდის დაწყება;

 


- რა და როგორ უნდა გაკეთდეს ამისათვის, ჩვენს მხარდამჭერებს კვირაში ორჯერ ონლაინ ვესაუბრებით ამის შესახებ, ჩემი ავადობის მიუხედავად და ამ შეხვედრებზე დასასწრებად ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს საიტზე: www.eri.ge 

 


▪️ ამისათვის შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ და ვერც ის უცნაური და უეცარი ავადობა, რაც მე ზუსტად ამის შემდეგ მეტაკა, და საერთოდ, ვერანაირი დაბრკოლება, ნებისმიერი ჩვენგანის ფიზიკური განადგურება და ვერანაირი მუქარა ვერ გააჩერებს ამ მოძრაობას. მის შიგნით იქნება ღალატიც, გულგაცრუებაც და ყოველივე ის, რაც არა მარტო პოლიტიკასა და ჩვენს ერს, არამედ, ჩვენს დაცემულ სამყაროს ახასიათებს, მაგრამ, ლიბერალური რესპუბლიკის მოსპობის და ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე, რომლისთვისაც ერთნაირად მიუღებელია ლიბერალიზმიც, მარქსიზმიცა და ფაშიზმიც, ჩვენი ერი განადგურდება.

 


ახლა, რა შეიძლება მოჰყვეს, თუ ამ უვარგის „ოცნებას'', გარე ძალები შეგვიცვლიან „ნაცებზე“, ან ლიბერალურ მატრიცაზე დამონებულ ნებისმიერ სხვა პარტიაზე. არაფერი, გარდა ლიბერალურ-გლობალისტური კურსის სხვადასხვა ვარიანტებში გაგრძელებისა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ზემოთ მოყვანილი, ერის დამღუპველი მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუარესებას, ტერიტორიული მთლიანობის კიდევ მეტ ჩამოშლას და შესაძლოა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურებასაც.
ყველა ის ადამიანი, ვინც მზად არის ერთობისთვის, რომელიც შესაძლებელია ჩვენი უძველესი კულტურის რაობის გარშემო და რომელსაც არავისგან არაფერი ესწავლება ნამდვილ, ტრადიციულ შემწყნარებლობაზე - უნდა გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ გამარჯვების იმედით. დარწმუნებული ვარ, რომ რასაც არ უნდა გეგმავდნენ ქვეყნის გარე მტრები და სხვადასხვა ორიენტაციის შიდა მოღალატეები, ღმერთი ასეთ ერს არ მიატოვებს და თავის ძალას მისცემს.“

 

 

ლევან ვასაძე (19.10.2021)

 

წყარო: Facebook-ი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი