გია ხუხაშვილი: ხმას მივცემ ნიკა მელიას, იგი შეებრძოლება კორუფციას, ამოძირკვავს პარტიულ თუ სანათესავო ნეპოტიზმს და მოაწესრიგებს მშენებლობის საკითხებს
19-10-2021, 20:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები ნაც. მოძრაობის ამომრჩეველი. უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ხელისუფლების ჯერ კრიტიკას, შემდგომ კი მასთან დაპირისპირებას მივუძღვენი ღარიბაშვილის, კობახიძის და ქართული ოცნების სხვა დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით.

 

 

ამასთანავე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქის მკვიდრი, ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება და აი, რატომ:

 


ნიკა მელია აუცილებლად ეცდება იყოს ეფექტური, შეებრძოლება კორუფციას, ამოძირკვავს პარტიულ, თუ სანათესავო ნეპოტიზმს და მოაწესრიგებს მშენებლობის საკითხებს ორი მიზეზით - ერთი, რომ დაინტერესებული იქნება შექმნას წარმატებული ლოკალური მოდელი სისტემურ ჭაობში სამომავლოდ და მეორე, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს ამას, რადგან ქართული ოცნების მართლმსაჯულება და ძალივანი სისტემა დამოკლეს მახვილივით იქნება მის თავზე აღმართული.

 


მოკლედ, სახელმწიფოებრივად გაჩნდება ძალაუფლების უზურპაციის გარღვევის პრეცედენტი, ჩემს ქალაქს უკეთესობა დაეტყობა და ეს ყველაფერი მოხდება ნაცების ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე.

 


სულ ეს არის...

 

 

გია ხუხაშვილი,

 

ექსპერტი

 

წყარო: Facebook-ი 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი