საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
20-10-2021, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.

 


შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელებას. შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ალიანსის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებას და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფასდაუდებელი წვლილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ავღანეთიდან მოკავშირეებისთვის ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესის წარმატებით უზრუნველყოფაში.

 

 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის ნატოში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ხავიერ კოლომინამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე თავისი წინამორბედი ჯეიმს აპატურაი შეცვალა.

კომენტარები: 2
#2   Milton
      
Now I am ready to do my breakfast, when having my breakfast coming again to read
further news.

Check out my webpage Silvia
3 ნოემბერი 2021 04:25
#1   Finley
      
If you would like to improve your knowledge only keep visiting this web page and be
updated with the newest information posted here.


Here is my site; Jacelyn
30 ოქტომბერი 2021 04:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი