„ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში ჩვენ პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი სისტემების და შეიარაღების შესყიდვა, რისი შესყიდვაც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
21-10-2021, 08:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ -ის ეთერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი შეაჯამა. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს წარმატებას მიაღწიოს ისეთი შეიარაღების შესყიდვის საკითხებში, რომელიც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მსხვილ შეიარაღებასთან ხელმისაწვდომობა წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო შეზღუდული ჰქონდა.

 


„მსხვილ იარაღზე ხელმისაწვდომობა გაგვეხსნა შარშანწინ, როდესაც პრემიერი იყო მინისტრი. მოგეხსენებათ, გავაგზავნეთ „რაფაელის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისთვის ისრაელში. რაც შეეხება ჯაველინებს, ჩვენ დაგვრთეს უფლება და აშშ-ის კონგრესმა მიიღო ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გადმოეცათ ჯაველინები. ამ მიმართულებითაც გვქონდა წარმატება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დოკუმენტები განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას, ასევე განსაზღვრავს თუ რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10- წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს. ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში ჩვენ პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი სისტემების და ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რისი ყიდვაც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია, ასეთი იყო ზუსტად ჯაველინი. ეს დახმარება მოგეხსენებათ ყოველწლიურია. ჩვენ ასევე პრიორიტეტებში ყოველწლიურად ამ 10 წლის პერიოდში ჩავსვამთ ისეთ შეიარაღებას, რაზეც რთულია რომ ხელი მიგვიწვდებოდეს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი