ჯუანშერ ბურჭულაძე: „აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად“
21-10-2021, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პარტნიორობას.

 


„ეს არის გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენი პარტნიორობა არ შეწყვეტილა, პირიქით, არის ისეთი მჭიდრო, როგორიც არასდროს და მეორე, მთელი რეგიონისთვის ეს არის გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად“ - აღნიშნა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.

 


თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის დროს, გაფორმებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პრემიერ ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს შემუშავებული თავდაცვის უწყების განვითარების ათწლიანი გეგმის პრიორიტეტები პარტნიორებთან შეთანხმებულია.

 


„მე მქონდა სატელეფონო საუბარი, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისაც ბატონი თავდაცვის მდივანი დანიშვნის შემდეგ ესაუბრა. ჩვენ ვიმსჯელეთ პრიორიტეტებზე, ჩამოვყალიბდით, რომ უკვე შეთანხმებული ვართ და გამოვეცით ეს დოკუმენტი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი