თეა წულუკიანი: მიხეილ ხერგიანის სამშობლოში, მეკლდეურობა სპორტის სამინისტროსგან განსაკუთრებული მხარდაჭერით ისარგებლებს
25-10-2021, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტს, ლადო გურჩიანს უმასპინძლა.

 


შეხვედრაზე, რომელსაც მეკლდეურობის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ, განიხილეს საქართველოში მეკლდეურობის განვითარების შესაძლებლობები და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მეკლდეურების ასპარეზობის პერსპექტივები.

 


მოგეხსენებათ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მეკლდეურობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საშეჯიბრო პროგრამაში შეიტანა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც დატოვა. მინისტრის ინიციატივით, მეკლდეურობის ფედერაცია პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის შესაძლებლობებს გააანალიზებს და სამინისტროს კონკრეტულ გეგმას წარუდგენს. გარდა ამისა, დაიგეგმა მინისტრის მიერ თბილისის მეკლდეურობის დარბაზის მონახულება, რომელიც განახლებას საჭიროებს.

 


თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მეკლდეურობის 6-დან 14-წლამდე ბავშვებში პოპულარიზაციაზე და საჯარო სკოლებში დანერგვაზე.

 


შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა მეკლდეურებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და დასძინა, რომ საქართველოში, რომელიც მიხეილ ხერგიანისა და არაერთი ცნობილი მეკლდეურის სამშობლოა, სპორტის ამ სახეობას შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.

 


ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი