საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს
26-10-2021, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, კალე ლაანეტს შეხვდა.

 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული პარტნიორობა თავდაცვის უწყებებს შორის და ხაზი გაესვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთავარი საყრდენი კიბერუსაფრთხოებაა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. საუბარი შეეხო ესტონელი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას საერთაშორისო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში -„მტკიცე სული 2021“.

 


შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიზაციისა და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და ღია კარის პოლიტიკის პერსპექტივები ასახული იქნება მომავალ სამიტზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ესტონეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას და ამ პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

 


კალე ლაანეტმა მთავრობის მეთაურს დაუდასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა ესტონეთის წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი ტაავი როივასი, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი პიტერ კუიმეტი, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი კრისტო ენ ვაგა, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი