ნოდარ კობერიძე: ახლა რასაც ვიტყვი, ჯერ საქართველოში არ თქმულა; მაშ მომისმინეთ, გთხოვთ, გააზრებისას საპირწონედ საქართველოსთვის შეწირული გმირები გაითავისოთ და ისე დამიწყოთ კამათი და შეიძლება კრულვაც
01-11-2021, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახლა რასაც ვიტყვი, ჯერ საქართველოში არ თქმულა, მაგრამ თუ არ ვიტყვით და არ გავიაზრებთ ყოველივეს, ყოველთვის გამარჯვებს მეხუთე კოლონა და ერთხელ სამუდამოდ დაამიწებს ქართველ ერს, რადგანაც გადაგვარებული ფსიქიკა და ნახევარი სიმართლე უნოყიერეს ნიადაგსა ქმნის მტრის მზაკვრული მიზნების განსახორციელებლად. მაშ მომისმინეთ, გთხოვთ, გააზრებისას საპირწონედ საქართველოსთვის შეწირული გმირები გაითავისოთ და ისე დამიწყოთ კამათი და შეიძლება კრულვაც!

 

 

ყველა ქართველი საბჭოთა კავშირის გმირი არის კოლაბორაციონისტი! ყველა გამოჩენილი ქართველი სპორტსმენი ვინც კი საბჭოთა ნაკრების სახელით გამოდიოდა, არის (ხშირად უნებლიე) კოლაბორაციონისტი! ყველა საბჭოთა დამსახურებული მოღვაწე, არის კოლაბორაციონისტი... საერთოდ ვერცერთი იმპერია ვრ იბოგინებს დაპყრობილ ქვეყანაში, რომ არა კოლაბორაციონისტთა მეხუთე კოლონის უერთგულესი სამსახური.

 

 

ყველაზე ძლიერი მეხუთე კოლონა ჰყავდა ინგლისს ინდოეთში და ჰყავს რუსეთს საქართველოში. რატომ? მოდით ჩავყვეთ ფესვებს.

 

 

1832- წლის შეთქმულების ჩავარდნის შემდეგ, საქართველოში ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ჩანასხიც კარგა ხნით ქრება. თვით იმ შეთქმულების მონაწილენი ხდებიან იმპერიის უერთგულესი ჯარისკაცები და მათი დიდი თავგამოდება, რომ არა, რუსეთი კიდევ დიდხანს ვერ დაამარცხებდა შამილს. ქართველებმა უცბად დავივიწყეთ, „ვისი გორისანი“ ვიყავით და რუსულ ჩინ-მედლებზე გავცვალეთ ღირსება.

 


იმდენად სწრაფად და თვინიერად მოხდა ჩვენი დეგრადირება, რომ თვით დიდი ილია ჭავჭავაძე ვერა ბედავდა (გულში რა ედო ეს სხვაა), საქრთველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაზე საუბარს და მხოლოდ ავტონომიის მოთხოვნით შემოიფარგლებოდა. მაშინდელი ეროვნული მოღვაწენი ამ ფაქტს ყოველმხრივ უსვამდნენ ხაზს, ხოლო საოციალ-დემოკრატების აღორძინებამ (ნოე ჟორდანიას მეთაურობით), ლამის საბოლოოდ ჩაკლა ეს მორიდებული პოლიტიკური პროტესტიც. ასიმილაციამ ისეთი სახე მიიღო, რომ როცა თბილისში ხმა გავარდა გრიგოლ რობაქიძე ლექციის წაკითხვას ქართულად აპირებსო, საზოგადობამ ეს ნონსენსად ჩათვალა, რადგანაც მათ ვერ წარმოედგინად „კნინ“ ქართულ ენაზე ასეთი რამ, როგორც მრავალი წლის შემდეგ ჩვენც ვერ წარმოგვედგინა დასავლური ფილმების ქართული გახმოვანებით ეკრანზე გამოჩენა.

 

 

ის კი არადა, 1910 წელს „მოსკოვსკიე ვედემოსტში“ ერთი ბაგრატიონ-მუხრანელი წერდა და მოითხოვდა, რომ ქართველებს სახლშიც შეეწყვიტათ ამ „ჩამორჩენილ ქართულ ენაზე“ ბლუყუნი, ხოლო ვიღაც დავით გურამიშვილი (დიდი მამულიშვილის სამარცხვინო სეხნია), პირველი მსოფლიო ომის დროს მოუწოდებდა საქართველოს, მსხვერპლად შესწირვოდა რუსთა ხელმწიფეს, რათა ერთგულება დაემტკიცებინა მისთვის. ეს ხალხი რომ პრივილეგირებულ მდგომარებაში იქნებოდნენ, ამას არ უნდა მტკიცება და სწორედ ეს გამოცდილება გაითვალისწინა და უფრო დახვეწა საბჭოთა ხელისუფლებამ და... ყველა ეს „გმირები“, იმპერიის მიერ ნაფერები და წამოწეული „წარჩინებული“ ადამიანები იმპერიის ერთგულების პრიზმით წარმოჩინდებოდნენ და ამიტომაც მათთვის ყველა კარი იღებოდა, ქმნიდნენ მათ განუხრელ ავტორიტეტს და როცა საქმე-საქმეზე მიდგა, სწორედ ეს ადამინები შეიქმნენ იმპერიის უერთგულეს საყრდენ ძალად და მათაც არ დააღალატეს, გახდნენ რა კოლნიზატორთა „მესიის მახვილნი“ და დაფდაფით წაიყოლეს გახრწნილი დაცემული საზოგადოება!

 

 

წაიყოლეს რა პრივილეგიების დაკარგვის შიშით დამფრთხალი აღტკინებული უდიდესი ნაწილი, ამით მათ შეაფერხეს ქართული სახელმწიფო აღორძინება... და აი ასპარეზზე ამიტომაც აქტიურობენ, პოსტ-საბჭოთა „გენიოსი“ ავტორიტეტები, „სათაყვანებელი“ მსახიობები, სპორტსმენები და სხვანი და სხვანი, ბევრი მათგანი ვერცა ხვდებოდა, რომ იყენებდნენ მის სახელს, ამიტომაც საგანგებო თავდადებით ამოუდგნენ მხარში კოლაბორაციონისტებს და უნდოდათ თუ არ უნდოდათ, თავადაც უნებლიე კოლაბორაციონისტები გახდნენ. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ყველამ ვიცით მათი ვინაობა, სწორედ ასეთთა ფარული თანხმობით მოკლეს თავის დროზე ილია, ასეთნი შემოუძღვნენ 1921 წელს მე-11არმიას, 1924 წელს ამათზე დაყრდნობით დაიწყო ქართული გენოფონდის განადგურება, ასეთი „გმირების“ იმედად დაიწყო რუსიფიკაცია, მათ მოაკვლევინეს ზვიადი, მათ მოუშხამეს გონება დღევანდელ ობივატელს და ლამის ოსანას ძახილით ანტისახელმწიფოებრივ სამსახურში ჩამდგარ...

 


მოკლედ, ამ ფორმატში მეტს ვეღარ ვიტყვი, მაგრამ საჭიროა როგორმე ჯერ კიდევ შეურყვნელ ნაწილამდე მივიტანოთ სიმართლე, თორემ ხომ ხედავთ, როგორ ძალობენ ეს ცრუ... ამიტომაც დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ეს კი საფუძველი გახდება საღი აზროვნების საწყისისა, დრო იცოდეთ ძალიან ცოტა გვაქვს და თუ აჩქარება აკრიფა გლობალურმა პროცესმა...

 


ნოდარ კობერიძე,

 

მწერალი, პუბლიცისტი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი