დოდონა კიზირია: მე დღეს ამერიკაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე სულელმა, ფრენა გადავდე... აქციაზე ოთხმოც წელს გადაცილებული ქალი გულის ფანცქალით გავვარდი და მერე რა?! მოვისმინე ხოშტარიას, ხაზარაძის და სხვათა ქაქანი, ნიკა მელიას ორმოცწუთიანი ყროყინი
01-11-2021, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე დღეს ამერიკაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე სულელმა, მე დებილმა, მე გასულ საუკუნეში ჩარჩენილმა იდიოტმა ფრენა გადავდე. ვიფიქრე, ეგებ რამე მოხდეს და ამას როგორ მოვაკლდები, ეგებ ზღვა ხალხი მოგროვდეს, ეგებ შევძლოთ, ვაიძულოთ მთავრობა მიშას კერძო კლინიკაში გადაყვანა-მეთქი.

 


დღეს საღამოს 7 საათზე გამოცხადებულ აქციაზე ოთხმოც წელს გადაცილებული ქალი გულის ფანცქალით გავვარდი. და მერე რა?! მოვისმინე ხოშტარიას, ხაზარაძის და სხვათა ქაქანი, ნიკა მელიას ორმოცწუთიანი ყროყინი - ყველაფერი ის, რაც ტელევიზორით არაერთხელ მაქვს მოსმენილი.

 


და ბოლოს განცხადება - მომავალ კვირას მოდით თავისუფლების მოედანზე, შევიკრიბოთ, ვუჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რა შეგვიძლია.

 

 

ჰოდა მაინტერესებს, რა ჩემი ფეხები შეგვიძლია?

 


ასეთი უტაქტობის, ელემენტარული პოლიტიკური ალღოს ასეთი უქონლობის მსგავსი არაფერი მინახავს!

 


სხვა თუ არაფერი, ამდენი ხალხის მიმართ იმდენი პატივისცემა მაინც ჰქონოდათ, იმდენი ყურადღება მაინც გამოეჩინათ, რომ იმათთვისაც დაეთმოთ ის მიკროფონი. ეგებ იმათაც სურდათ რამე ეთქვათ, ეგებ იმათაც უნდოდათ მათი განწყობის, მათი აღშფოთების გამოთქმის სურვილი! გულს მაინც მოიოხებდნენ, მიშას შორიდან სიტყვებით მაინც გაამხნევებდნენ.

 

 

მომავალ კვირას რას ეტყვიან? რაიმეს ახალს? თუ ისევ იქაქანებენ ოპოზიციის ხელმოცარული ლიდერები, ისევ იყროყინებს საათნახევარი ნიკა მელია? გამოიკვანწებიან ჰოლივუდის ვარსკვლავებივით კამერების წინ, მისცემენ სამწუთიან ინტერვიუს, ხალხს კი ისევ ეტყვიან შემდეგ კვირას მოდითო?

 

 

ამ დროს კი ადამიანი, რომელმაც 36 წლის ასაკში შეუძლებელი შესძლო, ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია, წინსვლის და განვითარების გზაზე დააყენა, მსოფლიო ჩვენს მიღწევებზე აალაპარაკა, ახლა ციხეშია. ციხეშია და თავი სასიკვდილოდ აქვს გადადებული, იმიტომ, რომ ეგონა, ამით ჩვენს ხალხს იმედს მისცემდა, ენერგიას შემატებდა, გამარჯვებას გაუადვილებდა. მისი სიცოცხლე წვეთ-წვეთ იწურება ყოველ დღე კი არა, არამედ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ყოველ წამს. იცოცხლებს ის მომავალ კვირამდე? უფიქრია ოპოზიციის „ლიდერშიპს“ ამაზე?

 

 

მის სიკვდილს მოუთმენლად ელოდება მთელი ქოცმთავრობის ხროვა და მათი მბრძანებელი, ფულზე პათოლოგიურად შეყვარებული, სულით და ხორცით მახინჯი არსება. შამპანიურის ბოთლები მათაც და კრემლშიც მომზადებული აქვთ სადღესასწაულოდ.

 


დოდონა კიზირია,

 

პროფესორი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი