ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს
01-11-2021, 21:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამოწვევები ნათელია და მათი გადაწყვეტის გზებიც ცნობილია. ამ გამოწვევებს თვალი უნდა გავუსწოროთ და გავზარდოთ ნაკისრი ვალდებულებები, რათა მეტად ნაყოფიერი, სტაბილური და გამძლე საზოგადოებები გვყავდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები ის კონკრეტული ნაბიჯებია, რაც შეამცირებს ემისიას და ჩვენს საზოგადოებებს მოამზადებს კლიმატის ცვლილების გარდაუვალი გავლენისთვის.

 

 

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გაერო-ს გენერალური მდივნის ძირითადი რჩევები, რათა ჩვენი პლანეტა დედამიწა დავიცვათ და ჩვენს საერთო დღის წესრიგად ვაქციოთ ეს მიზანი.

 


ამ სულისკვეთებით, საქართველო 2030 წლისთვის კისრულობს ვალდებულებას, 1990 წლის დონესთან მიმართებით სასათბურე აირების ემისიის ნახევარზე მეტით შემცირებაზე, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებული შესაძლებლობის გაცნობიერების გაღრმავებაზე საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით. საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს 2030 წლისთვის.

 


თავის მხრივ, საქართველო დასახულ მიზანს მიაღწევს განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციით, ქარისა და მზის ენერგიის წილის გაზრდით საერთო ენერგეტიკულ ბაზარზე; ქვეყნის ურბანული მობილობის ტრანსფორმაციით; დაბალ-ნახშირბადიანი მიდგომების დანერგვით მშენებლობის, მრეწველობისა და ნარჩენების მართვის სფეროებში; კლიმატზე მორგებული ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებით; საქართველოს დიდებული ტყეების მიერ ნახშირბადის დაჭერის უნარის გაზრდით.

 


რა თქმა უნდა, აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ არც ერთ ჩვენგანს შეგვწევს ამ გამოწვევებთან გამკლავების უნარი ცალკეულად.

 


მთავრობების, ინდუსტრიების, აკადემიური წრეების, დარგის პროფესიონალთა, ტექნიკურ ექსპერტთა და დაინტერესებულ წრეთა ლიდერები ნებისმიერი ქვეყნის და რეგიონის ყველა თემში ერთობლივად უნდა ვმოქმედებდეთ კლიმატის კრიზისის გადასაჭრელად და ამისათვის დაბალ-ნახშირბადიანი და მედეგი ეკონომიკური პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს. პატარა და დიდ ქალაქში თუ სოფელში დღეს ყველამ უნდა დავდოთ პირობა ჩვენი ახალგაზრდების და მომავალი თაობების წინაშე, რომ პლანეტა დედამიწას გავუფრთხილდებით და შევინარჩუნებთ. ეს კამათს არ ექვემდებარება და ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი