ჯუმბერ კირვალიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს: ამ „არჩევნებში გამარჯვება“ უკანასკნელია, რადგან სააკაშვილის და „ნაცების“ ფაქტორის შიშით თუ ზიზღით თქვენთვის ხმის მიცემა - ბოლოჯერ მოხდა!
02-11-2021, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქოცისტან“! „ჩაიარა“ ე.წ. არჩევნებმა და ახლა გეტყვით, რაც ხართ, რაც გელით და რაც უნდა ჰქნათ! პირველი - პოლიტიკური პარაზიტები ხართ, რომლებიც სისხლს სწოვთ ქვეყნის აწმყოს და მომავალს! ამ „არჩევნებში გამარჯვება“ უკანასკნელია, რადგან სააკაშვილის და ნაცების ფაქტორის შიშით თუ ზიზღით თქვენთვის ხმის მიცემა - ბოლოჯერ მოხდა!

 

 

რატომ? ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 51% არჩევნებზე არ მოვიდა, ანუ - სეირის ყურება ამჯობინა და აქედან გამომდინარე, ფეხებზე დაგიკიდათ! ხოლო, არჩევნებზე მოსული 49% ამომრჩევლიდან ყოველმა მეორემ ე.წ. ოპოზიციას, ანუ ნაცების გარშემო შეკრებილ პოლიტჯგუფებს მისცა ხმა! მეორე - სრული პოლიტიკური და მორალური გაკოტრება, რომლის ნიშნებიც განვლილ "არჩევნებზე" გამოჩნდა! ამიტომ, გაყალბების ის პროცენტი, რომელიც ამ "არჩევნებზე ოსტატურად" გამოიყენეთ, მომავალში იგი რომც გააათმაგოთ არ გიშველით, რადგან ამ "არჩევნებზე" არ მოსული და სახლში დარჩენილი 51% ამომრჩეველი ამის საშუალებას აღარ მოგცემთ, ისინი მოვლენ მომავალ არჩევნებზე და ყოველგვარი შიშის ფაქტორის გარეშე, შემოხაზავენ ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტის ნომერს, გარდა თქვენი "41" - ის და ვერანაირი "სისხლიანი ბანერების" გამოფენა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში ვეღარ გიშველით!

 

 

ასე რომ, ამ "არჩევნებში გამარჯვება" თქვენი ბოლო პოლიტიკური გაფართხალებაა და არა მარტო ოპოზიციის ნაწილის! მესამე - "სახე საბოლოოდ რომ არ დაკარგოთ", რომ ქუჩაში გამოსულებს ხალხმა შერაცხყოფა არ მოგაყენოთ და მეტიც, კანონის წინაშე პასუხი არ მოგთხოვოთ, დღეიდანვე დაიწყეთ მზადება ოპოზიციაში გადასასვლელად, ამისათვის კი, ყველა იმ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც თქვენი მმართველობის პერიოდში , - ნაცების "ოპოზიციად შენარჩუნების მიზნით", - გამიზნულად პოლიტიკურად ბლოკავდით, მათ საშუალება უნდა მისცეთ აქტიურად ჩაებნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში!.. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ძალაუფლებიდან ჩამოცილების და ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, უწინარესად თქვენ დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა, რასაც ქართველი ხალხი არ გაპატიებთ და ნაცებთან ერთად "ჩახუტებულებს" მოგისვრით - ისტორიის პოლიტიკურ და ზნეობრივ სანაგვეზე!!! Fერშტეინ???!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი