ამირან სალუქვაძე: პუტინის დავალებით კლავენო, აწამებენო; წამების ან შიმშილობით დასუსტებულის კვალი ვერ დავინახე, ხოლო პუტინის ქვეყნის ძვირადღირებული საბავშვო პიურეები ვიხილეთ
07-11-2021, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ინტერვიუებშიც ვთქვი, აქაც დავწერე, რომ არ მიყვარს პატიმრებზე საუბარი, მით უმეტეს, მათი ქილიკი. არც ახლა ვქილიკობ.

 


სულაც არაა საინტერესო სააკაშვილის რაციონზე საუბარი, მაგრამ:

 

 

1. როცა ქვეყნის აყირავებს ცდილობ, სიცრუეზე დაფუძნებით, უნდა იცოდე, რომ პასუხს მიიღებ. ჰოდა გასაჯაროვდა სიმართლე.

 

 

2. სიბნელეა, როცა ამ სურათზე ასახულ სურსათზე ამბობ შიმშილობის პროტოკოლში შედისო. მაღალი ხარისხის საკვებია, რომლებიც ჩვილი ბავშვებისთვის გამოიყენება. წაიკითხეთ შემადგენლობა.

 

 

3. ცალკე თემაა, პუტინის დავალებით კლავენო, აწამებენო. წამების ან შიმშილობით დასუსტებულის კვალი ვერ დავინახე, ხოლო პუტინის ქვეყნის ძვირადღირებული საბავშვო პიურეები ვიხილეთ.

 

 

4. ამ 40 დღეში მეორედ თუ მესამედ იძლევა დაპირებას, აღარაფერს მივიღებო. ამჯერადაც დაარღვევს. დაარღვიოს. ჩემთვის არაა საინტერესო.

 

 

5. გუშინ თავად ითხოვდნენ, კადრები თუ გაქვთ გამოაქვეყნეთო. როცა იმ ფონზე, როცა საერთაშორისო საზოგადოებას, მ.შ. უკრაინას ეუბნებით კვდებაო, კლავენო, აწამებენო, ჰოდა, როცა ვიდეო გამოგიქვეყნეს, აღშოფთდით. ალბათ, უფრო აგეწვათ.

 

 

6. ასევე ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანი მოითხოვდა სააკაშვილისგან, ლუკმაც რომ შეჭამო, პოლიტიკური გვამი გახდებიო. ე.ი. თქვენ გჭირდებათ მისგან მსხვერპლის გაღება. ისიც აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ასევე ვიღაცამ დააიმედა შემოპარულიყო. შესაბამისად, თქვენ გასწირეთ.

 

 

7. ადრე დავწერე და გავიმეორებ, ყველა მსჯავრზე და ბრალზე რომ იდავოთ, ვინც საზღვრის უკანონო კვეთა გააბედინეთ, განზრახ გასწირეთ, თუ უნებლიეთ, თქვენ იფიქრეთ. ამ დანაშაულს ვერც სტრასბურგი უშველის და ვერც დასავლეთი.

 

 

8. თქვენს დროს ციხეებთან ვინმეს აქცია რომ მოეწყო, გზა გადაეკეტა, სისხლში აბანავებდით. ხომ იცით, რომ საპატიმრო დაწესებულების, სამხედრო ნაწილების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების გზების გადაკეტვა არ შეიძლება?

 

 

9. არ შეიძლება პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთი მწვავე ფორმა, კლოუნადად აქციოთ და ხალხს რევოლუციის საბაბად მოახვიოთ თავზე.

 

 

10. გიმტყუნათ კუმირმა. მიიღეთ ეს დარტყმა. თქვენ თუ დაასრულებთ თემას, ხალხიც დაივიწყებს. აღარაა საინტერესო ბავშვთა კალორიული საკვების, საქონლის ღვიძლით, საქონლის ხორცით, ბოსტნეულით, ცხიმებით, ხახვით, კარტოფილით, სტაფილოთი, ნაღებით, ზეთით, ბრინჯით და კრახმალით გაკეთებული პიურეს მირთმევა, შიმშილობად გვიმტკიცოთ. შეხედეთ შემადგენლობას.

 

 

ამირან სალუქვაძე,

 

ექსპერტი


წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი