ტელეჟურნალისტი თათია პაჭკორია: არასდროს მითქვამს და ახლა ვიტყვი - რაც 7 ნოემბერი იყო, ის გახლდათ 21 ივნისიც… ოღონდ სააკაშვილმა გაცილებით უკეთ გცემათ
09-11-2021, 17:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვინ ჩამოიტყუა, ვინ დაარწმუნა, ვინ უბიძგა არაჟანს შემოჰყოლოდა ქვეყანაში ყოფილი მთავარსარდალი… არეულობა და რევოლუცია დაეანონსებინა და მერე „ცვლილებებს მოწყურებული ერი“ დიდების პედისტალზე დასვამდა…

 


საქართველოში მესიანიზმი დამთავრდა, ადამიანები აქ პირველად მაშინ დაიღალნენ იდეალებისაგან, როდესაც მათ კეთილდღეობას საფრთხე დაემუქრა... ანუ პრიხვატიზაციის დროს. სასაცილო და სატირალია საარსებო სივრცისა და სამუშაო ადგილისთვის თავგადაკლულთა და პატივაყრილთა ბრძოლა, ვითომ ვიღაცის შეცოდების და უფლებების დაცვის ეგიდით, თან მიშას დროსაც კარგად რომ იყვნენ და „ოცნების“ დროსაც რომ არ დაჰკლებიათ ეთერები და თანამდებობები…. ჯერ მიშას რომ გამოუთხარეს ძირი და ახლა ქვეყანას რომ არყევენ ვითომ მისი სიყვარულით….

 


არასდროს მითქვამს და ახლა ვიტყვი. რაც 7 ნოემბერი იყო, ის გახლდათ 21 ივნისიც… ოღონდ სააკაშვილმა გაცილებით უკეთ გცემათ, რადგან მის დროსაც იგივე მოღალატეები იყვნენ პოლიტიკურ ორბიტაზე და ტელევიზიებშიც. მაგრამ, მაშინაც და შემდეგაც მხოლოდ მათზე იყო მოთხოვნა, მხოლოდ უკადრებლის მკადრებლები სჭირდებოდათ… ამ მენტალობის პოლიტიკოსები და მედია ახლა ერთმანეთს ელაპარაკება და ხალხის რეაქციას ელოდება. რეაქცია არ იქნება… რადგან ხალხს გული ერევა თქვენზე…

 


ახლა ღმერთი არ გაგიწყრეთ და სამოქალაქო დაპირისპირება არ დაუშვათ, თორემ რიგგარეშე არჩევნები კი არა, ქვა ქვაზე აღარ დარჩება ამ ქვეყანაში. რატომ? აი იმიტომ, ყველაფრის მკადრებლები რომ გამოგყავდათ ავანსცენაზე…

 

 

თათია პაჭკორია,

 

ჟურნალისტი,

 

სამუშაო ადგილი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი