თენგიზ გოგოტიშვილი: პუტინი ივანიშვილს ამას არ აპატიებს... უცხოეთში მის წასვლას სამი ახსნა შეიძლება ჰქონდეს
11-11-2021, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სკეპტიკოსის კომენტარი:

 

არ მჯერა ივანაშვილის გაპარვის! ფიზიკურად რომც არ იყოს ქვეყანაში, ბოლომდე შეინარჩუნებს მართვის სადავეს. შს მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსები მისი პირადი დაცვის უფროსები არიან. სუს-ის უფროსი და თავდაცვის მინისტრი - ქართუ ბანკის შნირები.

 


პრემიერად ჰყავს დანიშნული არსება, ვისაც ბორის გრიგორის ძე უნივერსიტეტზე ზეაღმატებულად მიაჩნია (თან ამტკიცებს, სორბონა მაქვს დამთავრებულიო). მეტი არც არავინ სჭირდება ქვეყნის სამართავად.

 


ყველა ჩამოთვლილი და ჩამოუთვლელი სუბიექტი ისეთი ჯიშისა ჰყავს შერჩეული, ვისაც კარგად ესმის - მის გარეშე მათი ფასი სალომეს ნა..ებ ლობიოდაც არ ღირს. ეგეც არ იყოს, ყველა დიდ ფულად კონვეიერზე ჰყავს მიბმული, ინახავს ყველას კორუფციისა და პირადი ცხოვრების მასალებს. ამიტომ იცის - მის ერთგულებას შეინარჩუნებენ ბოლომდე.

 


უცხოეთში მის წასვლას სამი ახსნა შეიძლება ჰქონდეს.

 

 

1. „რამე" რომ მოხდება, ფიზიკურად ვერსაიდან გამოათრევს ხალხი;

 


2. პირადად დაუვლის შესაძლო ლობისტებს და ეცდება, ყველა თავიდან ან ახლები იყიდოს.

 

 

3. აპირებს ელიტური კარტოფილის თესლის ახალი პარტიის შესყიდვას.

 


ახლა მთავარი: დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს, ქართული პოლიტიკიდან არავინ გაუშვებს. იმიტომ რომ 2011 წელს მიძინებული აგენტი გააღვიძეს საგანგებო მისიით და იმ მისიას მას შემდეგ ასრულებინებენ - „არა ნატოს, არა ევროკავშირს, არა დემოკრატიას, არა დალაგებულ სახელმწიფოს, არა სტრატეგიულ პროექტებს“.

 

 

ქვეყნის დაკარგვას, რომელიც ასე მარტივად გამოგლიჯა დასავლეთს და ჩაიდო ჯიბეში, პუტინი არ აპატიებს.

 


მოკლედ - სანამ ჩვენი უფრო არ შეეშინდება, ვიდრე „ნოვიჩოკის“, უკან არაფერზე დაიხევს. მათ შორის, არც მიშას წამებასა და სიკვდილზე.

 


იმასაც ხვდება, რომ ნოვიჩოკიანი ან პოლონიუმიანი ბიჭები უკვე ახლოს არიან. მათ ვერსად დაემალება.

 


თენგიზ გოგოტიშვილი,

 

ჟურნალისტი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი