ამირან სალუქვაძე: ვის ეშინია გორის ჰოსპიტალში დაწოლა, ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც თავი უშიშრად მოაქვს?... პუტინს სპეცრაზმით რომ სდომოდა სააკაშვილის გატაცება, ან უკრაინაში იპოვიდა, ან ევროპაში
12-11-2021, 21:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამდენი ხანია ვუსმენ ამ სამარცხვინო განცხადებებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებით.

 

 

ვის ეშინია გორის ჰოსპიტალში დაწოლა, ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც თავი უშიშრად მოაქვს?

 


ჯერ ერთი, გორში არავის გადაჰყავს. მიზეზს აღარ ავხსნი.

 

 

მეორე, გორში გადაყვანა თავად უნდა უნდა ეთხოვა, როგორც ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს, გთხოვ პატივი დამდოთ, პატივი დამდოთ, და გორში გადამიყვანეთო.

 


მესამე, 4 კილომეტრში კი არა, ზედ საოკუპაციო ზოლთან, ათასობით ადამიანი ცხოვრობს, მისი მმართველობოდან დღემდე. მათ რა ქნან, 2008 წლის შემოდგომიდან დღემდე, ყოველ წელს, ასობით მათგანს რომ იტაცებენ?!

 


მეოთხე, გორის ჰოსპიტალში ხშირად უწევთ მკურნალობა 2008 და 1992-93 წლების ომების მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს. მათ რას ეუბნებით, თქვენი იქ მკურნალობა არ შეიძლება, გაგიტაცებენ და მათი იქ განთავსებას არაუშავს?!

 


პუტინს სპეცრაზმით რომ სდომოდა სააკაშვილის გატაცება, ან უკრაინაში იპოვიდა, ან ევროპაში. პრობლემას წარმოადგენს რუსეთის სპეცსამსახურებისთვის?

 


გატაცება კი არა, ზუსტად პუტინი იყო ზელენსკის რომ მოუწოდა საჯაროდ, სააკაშვილს მოქალაქეობა მიანიჭოსო. სხვებს ეძახიან პუტინის მონას. ფან-კლუბი დააბოლეთ.

 


გორში სამხედრო ჰოსპიტალი არ ყოფილა მთლად გამართლებული ხომ? გაკრიტიკებდით 2006-07 წლებში მაგ მავნე გადაწყვეტილების გამო. არ მოგწონდათ.

 


ისანში უზარმაზარი ტერიტორია და ახალი, მრავალსართულიანი სამხედრო ჰოსპიტალი ბალაგანად აქციეთ, ისანი-სამგორის ფილტვები გაჩეხეთ, ტერიტორია გაასხვისეთ. მაშინ ფიქრობდით სამხედრო მოსამსახურეებზე? მაგრამ ეს იყო თქვენი რეალური დამოკიდებულება.

 


გორში ერთი მიზეზით არ სურს გადასვლა: შემოღობილია, სამხედრო ობიექტია და დესტრუქციას ვერ მოაწყობს.

 


აქამდე მოწოდებები იყო დახსნასთან დაკავშირებით. როცა მიხვდნენ, რომ რესურსი აღარ აქვთ, ახლა დაიწყეს პირობის დადება, რომ საავადმყოფოსთან აქციებს არ მოვაწყობთო. თავიდან იყო საფიქრალი.

 

 

კიდევ ერთი. განცხადებები მოვისმინე, ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი არ არსებობსო. გერევათ იურიდიული ნიუანსები. ავხსნი ცალკე ბლოგში.

 

 

ამირან სალუქვაძე,

 

ექსპერტი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი