ნიკოლოზ რაჭველი: პირველად ჩემი 42-წლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდეგ მგონია, რომ უაღრესად სახიფათო სახელმწიფოებრივი გამოწვევის წინაშე ვდგავართ
16-11-2021, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გადაცემაში “პირველი ხაზი” ვუსმენ ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ ექიმს, რომელმაც მოყვა, რომ მოშიმშილე ნავალნის პუტინის რუსეთმა დაუკმაყოფილა მოთხოვნა და გადაიყვანეს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობისთვის…

 

 

ხოლო სტუდიაში მყოფი ჩვენი ექიმები ყვებიან თუ რამდენჯერ უმკურნალებიათ ციხიდან საქალაქო კლინიკაში გადაყვანილი პაციენტებისთვის, კბილის ამოღების ჩათვლით…

 


მეტი რა ვთქვა არ ვიცი…

 

 

ის, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გადაწყვეტილების მიმღებნი არაფრად გვაგდებენ ამას სამწუხაროდ ვაცნობიერებ, მაგრამ ხომ შეიძლება ოდნავ მაინც პოლიტიკურ თამასას და პასუხისმგებლობის ხარისხს გაუწიონ ანგარიში და გადაიყვანონ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში, თუნდაც იმიტომ რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს და დაემორჩილოს უსაზღვროდ საჭირო მკურნალობის პროტოკოლს, რომელიც თუ დაგვიანებული არ არის ნამდვილად დროული და უაღრესად აუცილებელია.

 

 

გუშინწინ ჩემმა სტატუსმა, სადაც დავწერე, რომ ვოცნებობ არასდროს გავბოროტდე, დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ათასებს გასცდა კომენტარები და 100-დან მხოლოდ რამდენიმე პროცენტი აღმოჩნდა, ვინც არ დამეთანხმა და დაწერა, რომ ექს-პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შიმშილობა მისი პასუხისმგებლობაა და მის “ხუშტურს”-ს ეწირება მისივე ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამაზე მაქვს შეკითხვა: მე რომ ტვინი გადამიბრუნდეს და ნანატრი ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ და სამედიცინო სექტორმა სათანადოდ არ უნდა მომხედონ, იმის გამო რომ მე გადავწყვიტე პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმა? არადა ჩემი ორკესტრის დარბაზის პრობლემისადმი მთავრობის წევრთა ყურადღების გამოწვევის გამო სასოწარკვეთილებაში მყოფს არაერთხელ გამიფიქრებია მსგავსი რადიკალური სიგიჟე…

 

 

ახლა მართლა ის დროა დავივიწყოთ ყველაფერი და ღირსება შევინარჩუნოთ.

 

 

პირველად ჩემი 42 წლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდეგ მგონია, რომ უაღრესად სახიფათო სახელმწიფოებრივი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და მხოლოდ საზოგადოების კონსოლიდაციაზე გადის ჩემი სამშობლოს რეპუტაციის გადარჩენის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების გზა!

 

 

ნიკოლოზ რაჭველი,

 

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი