ბონდო მძინარაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ: ამ ჩვენმა გარეწარმა მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ეს გარეწარი არაფერს ნანობს და არასოდეს მოიხდის ბოდიშს! სასჯელს კი აუცილებლად მოიხდის!
17-11-2021, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პერუს დიქტატორი ალბერტო ფუხიმორი, რომელიც 2000 წელს ქვეყნიდან გაიქცა, მერე 2007 წელს ჩილედან ექსტრადიციით დააბრუნეს და რომელსაც პერუს სასამართლომ 2009 წელს 25 წლით აღუკვეთა თავისუფლება, დღესაც, ნებისმიერი საჯარო მიმართვის დროს ბოდიშს უხდის პერუელებს!

 


ბოდიშს უხდის და სასჯელს იხდის!

 

 

ალბერტო ფუხიმორი ერთადერთი იაპონელია, რომელიც სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. (მოგეხსენებათ, იაპონიას იმპერატორი მართავს). ფუხიმორების ოჯახი გასული საუკუნის 30-იან წლებში გადავიდნენ პერუში...

 


პერუდან გაქცეულმა ფუხიმორიმ თავი იაპონიას შეაფარა. მოთხოვნის მიუხედავად, გაქცეული ექსპრეზიდენტი იაპონიას პერუსთვის არ გადაუცია, რადგან იაპონიის კონსტიტუციით, იაპონიის მოქალაქის და იაპონური წარმოშობის არამოქალაქის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა აკრძალულია.

 


ფუხიმორის უარი არ უთქვამს პერუს მოქალაქეობაზე და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა არ მიუღია!

 


პერუში დაბრუნებული სასჯელს იხდის!

 


ვიმეორებ: ბოდიშებსაც!

 

 

ამ ჩვენმა გარეწარმა კი მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა (რაც პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას!), დაინიშნა სხვა ქვეყნის ჩინოვნიკად და იქიდან გააგრძელა საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების არევა!

 


ეს გარეწარი არაფერს ნანობს და არასოდეს მოიხდის ბოდიშს!

 


სასჯელს კი აუცილებლად მოიხდის!

 

 

ბონდო მძინარაშვილი,


ჟურნალისტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი

 

წყარო: „Facebook“-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი