თუ არ გინდათ ქვეყანაში ტერორი იყოს და ყველა გამვლელს უმიზეზოდ იჭერდნენო, გამოდითო, თქვა „ნაცმოძრაობის“ ფიქტიურმა თავმჯდომარემ, რომელმა პარტიამაც 300 ათასი ადამიანი პრობაციონერად აქცია, ერთ ადგილზე სამი პატიმარი ჩასვა
17-11-2021, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ლელოს“ ოფისში ბრიფინგია. ამოეწურათ სალაპარაკო და ახლა „ლელო“, „გირჩი“ და მელია ნამუსზე აგდებს ხალხს, გადადეთ ყველაფერი და თუ ქვეყნის დასავლური კურსის გადარჩენა გსურთ, გამოდითო.

 


თუ არ გინდათ ქვეყანაში ტერორი იყოს და ყველა გამვლელს უმიზეზოდ იჭერდნენო, გამოდითო, თქვა „ნაცმოძრაობის“ ფიქტიურმა თავმჯდომარემ, რომელმა პარტიამაც 300 ათასი ადამიანი პრობაციონერად აქცია, ერთ ადგილზე სამი პატიმარი ჩასვა და მსოფლიოში მესამეზე და ევროპაში პირველ ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით.

 

 

ციხეების მდგომარეობაზე და სასჯელის მოხდის წამებასთან გათანაბრებაზე, აღარაფერს ვამბობ.

 


ვის პრორუსულობაზე საუბრობდნენ ესენი, როცა ბორჯომი პირადად მიჰყიდეს რუსებს, უფრო სწორად, კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს, დსთ-დან გამოსვლა მანამ ვერ მიხვდნენ, სანამ რუსეთმა თავზე არ გადაგვიარა, ნინო ბურჯანაძე ბლოკში ჰყავთ და ა.შ.

 

 

„3 საათზე, 3 ლოკაციიდანო...“ წესით 5 საათზე, 5 ლოკაციიდან უნდა აწყობდეთ. ალბათ ნინო ბურჯანაძის საარჩრვნო ნომერს არეკლამებთ. ეს ხუმრობით.

 

 

ახლა ცდილობენ რუსეთისთვის ენერგო ობიექტების მიყიდვის თემა გაათეთრონ. თურმე რუსულმა კომპანიამ საქართველოში თუ ფილიალი გახსნა, ქართული კომპანია ყოფილა. ეს ცალკე თემაა საპასუხოდ.

 

 

ასლანის მოსკოვში წაყვანაზე პირადად პუტინს რომ გადაუხადეს მადლობა, ისიც გვახსოვს.

 

 

ჰოდა, პროდასავლურობა ყვირილით კი არა, საქმეებით მტკიცდება. საქმეებია ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და უამრავი სხვა რამ.

 

 

საპირწონედ გაქვთ წინა ხელისუფლების დროს რუსული კაპიტალის ნიაღვარი საქართველოში, როგორც ენერგო სფეროში, ასევე წიაღისეულში. ხომ გახსოვთ, „ფულს სუნი არ აქვსო?!“

 


ჰოდა, რაიმე ახალი მოიფიქრეთ. ეს პოპულიზმიც არ ჭრის, ხალხი გაედინება ქვეყნიდანო. წინა მთავრობის დროს დამეცალა სამეზობლო და სანათესაო, ნახევარი წავიდა სამუშაოდ. ახლაც მიდიან, მაგრამ თქვენ არ გეთქმით. თანაც, მოიკითხეთ, ვის უხდიდნენ წასვლაში 2-3 ათას დოლარს?

 

 

მეტროებთან კრიბავთ ხალხს. „ლელო“ ვაგზლიდან, საკუთარი ბიზნეს ობიექტიდან იწყებს მსვლელობას. საკუთარ ამომრჩეველს ღლით და ხალხს აღიზიანებთ. ხომ ნახეთ სანაპიროს გადაკეტვაზე ხალხის რეაქცია?

 


ბოლოს, უკვე მეათედ ვწერ: თქვენ რომ რეალურად ზრუნავდეთ სააკაშვილის ან ხოშტარიას ჯანმრთელობაზე, მთელი პარტია მოაწერდით ხელს და მოუწოდებდით შეწყვეტისკენ. არც სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას იმჩნევთ.

 

 

ეძებთ მიზეზებს, როგორ არ შეწყვიტოს შიმშილობა. არადა, თქვენ შორის, მათ შორის სააკაშვილთან შედარებით, ხოშტარია ყველაზე კაცურად იქცევა. ხოშტარია შიმშილობს არასამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილის გამო. სააკაშვილი კი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კვალიფიციური კონტროლის ქვეშ.

 

 

ეს ისე. მოკლედ, თქვენი პროდასავლურობის ვისაც სჯერა, ისინი დააბოლეთ.

 

 

ამირან სალუქვაძე,

 

ექსპერტი


წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი