საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა
18-11-2021, 19:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც „მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენციას“ ესწრება. ღონისძიება ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან, ტიბორ ბენკოსთან ერთად გახსნა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული მედეგობის ჩამოყალიბება ნატოს სტანდარტის თავდაცვის შესაძლებლობებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან მტკიცე საერთაშორისო კავშირებთან ერთად, საჭიროებს კოორდინირებულ უწყებათაშორის თანამშრომლობას, საზოგადოების ერთიანობას და ამ კუთხით ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

მისი განცხადებით, საქართველოს მედეგობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტოტალური თავდაცვის სამი ძირითადი პრინციპი - სამხედრო ძალისხმევა, სამოქალაქო ძალისხმევა და საერთაშორისო ძალისხმევა. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამ კუთხით, მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც არა მხოლოდ გააუმჯობესებს საქართველოს თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობებს, არამედ ხელს შეუწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას. „მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ უნგრეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ინსპექტორატისა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი