"ლევან თედიაშვილი შიმშილობისას თუ დაიღუპა, საგარეჯოდან და მთელი საქართველოდან "ხარება და გოგია" დაიძრება თბილისისაკენ"!
11-11-2015, 08:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ ორი მინისტრი, თავდაცვის თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვის გიგლა აგულაშვილი, გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან.

 

 

 

გუშინ ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მძიმე შეცდომას უშვებენ, როცა საჯარო გამოსვლებში აიგივებენ ივანიშვილ–ღარიბაშვილს, უსუფაშვილ–ხიდაშელთან, ვინაიდან, ასეთი რიტორიკით ხელს უწყობენ მათ "ერთ პოლიტიკურ გუნდად წარმოჩენას", რაც რეალურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგეზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ზემოთ აღნიშნულმა ორმა მინისტრმა, რომლებმაც საკუთარი თანაპარტიელის რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელის '"გამარჯვებისთვის" ყველანაირი მორალური და სამრთლებრივი ნორმა გადალახეს, რის საპასუხოდაც "დამარცხებულმა", რეალურად კი გამარჯვებულმა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს მთავრობის კანცელარიასთან, რომელიც უკვე მესამე დღეა გრძელდება. შიმშილობის ამ აქციაში, ირმა ინაშვილთან და სხვებთან ერთად მონაწილეობს ლეგენდარული სპორტსმენი, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფალავანი, ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, საგარეჯოელი ლევან თედიაშვილი, რომელიც მძიმე დიაბეტით არის დაავადებული და მისი ასაკის გათვალისწინებით სავსებით მოსალოდნელია, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს! მართალია, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა თხოვნით მიმართა (მთავრობიდან არავინ!) ი.ინაშვილს, რომ შიმშილობა შეეწყვიტათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი "დისტანციური მიმართვა" საკმარისი არ არის და მოშიმშილეებთან უშუალო კონტაქტია აუცილებელი ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, უწინარესად კი, პრემიერ ღარიბაშვილისგან!

 

 

 

იცით რა, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა, სად არის საქართველოს სპორტული საზოგადოება, ქართველ მოჭიდავეთა ოჯახი? როდესაც ასაკოვანი და ასეთი სახელოვანი სპორტსმენი ქუჩაში სიცივეში შიმშილობს, განა იმას მაინც არ იმსახურებს, რომ მისი ჯანმრთელობით შეწუხდეს და საჯარო მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს საქართველოს სპორტის მესვეურებმა?! მოკლედ, ვისაც ეკუთვნის იცოდეს, რომ ლევან თედიაშვილი შიმშილობისას თუ დაიღუპა, საგარეჯოდან და მთელი საქართველოდან, სახალხო მოძრაობა "ხარება და გოგია" დაიძრება თბილისისაკენ, პასუხის მოსათხოვნად! დიახ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოვლენები თუ ასე განვითარდა და უსამართლობამ აჯობა სამართლიანობას, მაშინ ქართველი ხალხი იტყვის თავის სათქმელს, რომელიც არაერთხელ უთქვამს ჩვენი ისტორიის მანძილზე და მერე, იქ, ძალაუფლების მაღალ კვარცხლბეკზე მდგომთათვის – "გვიანღა იქნება თითზე კბენანი"!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

 პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 5
#5  qeti
      
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ნაციონალები ყველა არ გაუშვეს. ისინი მაინც გაეშვათ ვინც ხუთასი ლარები ჩაიჯიბეს ამას მტკიცება რად უნდა.
12 ნოემბერი 2015 02:12
#4   გოჩა
      
ბატონო ბიძინა. ძალიან გთხოვთ გააკეთეთ ქართული საქმე და გადაარჩინეთ საქართველო რესპუბლიკელთა შავი ჭირისაგან. ჩვენ იმიტომ ვიბრძოლეთ, რომ თქვენ იყოთ ჩვენი ქვეყნის მმართველი, ჩევენ არ გვინდა მოღალატე (მანქურთი) რესპუბლიკელები.
12 ნოემბერი 2015 01:55
#3   თამარი
      
ვიღაცას თუ ვიღაცეებს სურთ, რომ ერთეულების თავმოყვარეობაზე, ჯანმრთელობაზე იმოქმედონ, რომ მერე ამ ერთეულებმა ათეულები, ასეულები და ათასეულები ჩაითრიონ და ქვეყანაში გამოიწვიონ ქაოსი და არეულობა.
სათითაოდ იშორებენ ჭკვინ ადამიანებ, ნელ–ნელა, ჩუმად თუ აშკარად, რომ ქვეყანაში არ იყოს ჭკვიანი და პატრიოტული გენი.
ყოველთვის მოიძებნებიან შადიმანები, იუდები, რომლებიც ახლა უკვე უფრო ძვირად ყიდიან ქვეყანას.
ამ მოშიმშილეებს კი იყენებენ.
12 ნოემბერი 2015 01:28
#2   არჩილი
      
ბატონო ბიძინა!ეს რესპუბლიკელები დაღუპავენ საქართველოს!!!!!ყური უგდეთ ხალხის ხმას...დადექით სიმართლის მხარეს
12 ნოემბერი 2015 00:01
#1   შალვა
      
ლევან ინაშვილის გვერდით როგორ დგახარ არ გრცხვენია?
რუსებს უჭერ მხარს? შენც ბიძინას გავლენაში მოხვდი?
არადა რამდენ ხალხს უყვარდი.
11 ნოემბერი 2015 19:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი