საერთაშორისო სწავლება Maple Arch 2021 დასრულდა
26-11-2021, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2021. საერთაშორისო სწავლების წარმატებით დასრულება მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

 


სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის პროცესში, მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან მადლობა გადაუხადა სწავლების ყველა ორგანიზატორს, განსაკუთრებით კანადის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მენტორობითაც ჩატარდა აღნიშნული სწავლება.

 


ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ორკვირიანი სწავლების დასკვნით ნაწილს კანადელი და სხვა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. მათ წვრთნების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს და სწავლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მონაწილეებისგან მიიღეს.

 

 

სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა იყო. საერთაშორისო სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით მიმდინარეობდა და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობდა.

 

 

MAPLE ARCH 21-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იყვნენ ჩართულები. სწავლებაში კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი