თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში IT სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა
27-11-2021, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის თანამშრომლობით კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა. საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებისთვის სწავლება კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ტექნიკური პერსონალისთვის დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას ისახავდა მიზნად.

 


ტრენინგი 2 სასწავლო კურსსა და კიბერსწავლებას მოიცავდა. სწავლებას ესტონელი კიბერექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით
გათვალისწინებული სსიპ-კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და DIBS-ის ერთობლივი პროექტის, "კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამის დანერგვა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში" ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს სპეციალისტები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს კიბერრეზერვისტები დაესწრნენ.

 


ტრენინგის წარმატებით დასრულება მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლუკა მგელაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი