საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იტალიის ელჩს შეხვდა
29-11-2021, 17:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. იტალიელ დიპლომატთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) საქართველოს სამხედრო პოლიციასა და იტალიის კარაბინიერების კორპუსს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, იტალიელი კარაბინიერების ხელმძღვანელობით, ნოემბერში საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულმა სპეციალიზირებული სწავლება გაიარა. აღნიშნული ტრენინგი სამხედრო პოლიციის ოცეულს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. პროექტი ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის მიერ ხორციელდება და სრულად ფინანსდება იტალიური მხარის მიერ. პროექტის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს სამხედრო პოლიციის საწვრთნელი შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია სამხედრო პოლიციის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის გაუმჯობესებისთვის.

 

 

შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა იტალიის ჩართულობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობაში და ხაზი გაუსვა იტალიის რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

 

შეხვედრის დასასრულს, იტალიის ელჩმა სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული კურსის წარმატებით ჩატარებისთვის სერტიფიკატი გადასცა სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილეს, პოლკოვნიკ კობა ლაჭყეპიანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი