სოზარ სუბარმა და სამშენებლო კომპანია „მეტრას“ დირექტორმა დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები გადასცეს
12-11-2015, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, ჭავჭავაძის N49ბ-ში მცხოვრები 9 დევნილი ოჯახისათვის ბინები საცხოვრებელ კომპლექს „მეტრა ვარკეთილში“ კერძო კომპანიის თანადაფინანსებით შეიძინა.

 

დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამშენებლო კომპანია „მეტრას“ დირექტორმა ნატალია გლინსკაიამ გადასცეს.

 

ჭავჭავაძის N49ბ-ში არსებული შენობა, სადაც 9 დევნილი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობდა „მეტრა დეველოპმენტის“ საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულ ობიექტზე კომპანია ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გაყვანის და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების პრობლემა დადგა.

 

სამინისტროსა და „მეტრა დეველოპმენტს“ შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნული 9 ოჯახი თბილისში, ვარკეთილში თანამედროვე სტანდარტებით აგებულ კორპუსში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდეს. დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თანადაფინანსებით მოხდა - 85% კომპანიამ, ხოლო 15% დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დაფარა.

 

საცხოვრებელი კომპლექსი „მეტრა ვარკეთილში“ მოიცავს შემოღობილ ტერიტორიას გამწვანებული ეზოთი და საბავშვო მოედნით.

 

სამინისტრომ გააქტიურა კერძო მესაკუთრეებისგან იმ ობიექტების გამოსყიდვა, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირები მართლზომიერად ფლობდნენ. 2012 წლიდან დღემდე, თბილისში, კერძო მესაკუთრეებისაგან 730 დევნილი ოჯახისთვის 19 ობიექტია გამოსყიდული.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი