თეა წულუკიანი: მინდა პატივი მივაგო ისეთი დიდი ადამიანების ხსოვნას, რომლებიც წელს კოვიდით დაგვშორდნენ და იქიდან, სადაც არიან, ზეციური საქართველოდან მფარველობენ, მე ასე მჯერა, ქართულ სპორტსა და კულტურას
03-12-2021, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა კულტურისა და სპორტის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლების ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.

 


„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ყველას მოგესალმებით, მე ვვარაუდობ, რომ შეიძლება გამოსვლისას ბოლოს არ დამრჩეს ბოლოს და, ალბათ, არც კითხვა-პასუხის რეჟიმში არ ეგების ამაზე საუბარი. ამიტომ მე მინდა დავიწყო პატივის მიგებით ყველა დიდი ხელოვანისა თუ სპორტსმენისადმი, ვინც წლევანდელ წელს დაგვტოვა. პატივი მივაგო ისეთი დიდი ადამიანების ხსოვნას, რომლებიც წელს კოვიდით ისედაც მძიმე წელს, დაგვშორდნენ და იქიდან, სადაც არიან, ზეციური საქართველოდან მფარველობენ, მე ასე მჯერა, ქართულ სპორტსა და კულტურას“, - განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 


„ეს ღვაწლმოსილი ადამიანები არიან ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, კახი კავსაძე, ბუბა ხოტივარი, მარინა ჯანაშია, რეზო გაბრიაძე, ქართული ხელბურთის ლეგენდა იმედო ფხაკაძე, დიდი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე, დიდი ქართველი მთამსვლელი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება დიტო დანგაძე, მხატვრები - დიმიტრი ერისთავი, გოგი წერეთელი, ლეგენდარული კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი, რომელიც სულ ახლახან მივაბარეთ მიწას, ასევე ახალგაზრდა და ძალიან კარგი, ჩვენთან ერთად იმ საშინელებასთან მებრძოლი პოეტი, რომელსაც ბევრი თქვენგანი 2012 წლამდე ებრძოდა, ქართველი პოეტი ზურაბ რთველიაშვილი. რომელი ერთი გავიხსენო, უმძიმესი წელი იყო. პოეტი გივი ალხაზიშვილი, მსახიობები - ავთო მიქაძე და გოჩა ლომია, კირა მიქელაძე, ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ქალბატონი და დიდი მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დროებით გამოხიზნული ცხინვალის თეატრის დირექტორი ზაალ თედიაშვილი, სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი, დამსახურებული არტისტი იოსებ ბაკურაძე და არაერთი სხვა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი