თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი სასწავლო- საგანმანათლებლო პროექტების, პროფესიული და სასწავლო ტრენინგ-კურსების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, DIBS-ის კვალიფიკაციასა და პროდუქტიულობას გაუსვა ხაზი და იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს თავდაცვის იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და თავდაცვის ატაშე ეტორე გაგლიარდი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.