ჯონი გიგანი: მადლობა ღმერთს, რომ მეცხრეკლასელებს „ექვთიმეს“ სახელით არ გააცნეს ბიძინა... ასეთი ფლიდი, თაღლითი პიროვნება არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას
06-12-2021, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სკოლის სახელმძღვანელოში თაღლით ივანიშვილს რომ შეიყვანენ, ეს უკვე “სეთურიზმია” კარს მომდგარი.... ქველმოქმედება მხოლოდ უანგარო დახმარებას გულისხმობს. ქველმოქმედი პიროვნებები კაცობრიობას არც წარსულში აკლდა და თანამედროვენიც ბევრნი არიან.

 

 

ყველა რელიგია მოუწოდებს ადამიანებს ურთიერთდახმარებისკენ.

 

 

ბიძინა ივანიშვილის „ქველმოქმედების“ სტრატეგია მიზნობრივი აღმოჩნდა. მან საქართველოში მილიარდები დახარჯა, ჯერ სახელის მოსახვეჭად, შემდეგ საქართველოს, რუსული მორჩილების უღელი დაგვადგა, საქართველო კი საკუთარ „შპს“-დ გადააქცია.

 

 

ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის მიზნით საზოგადოების ცნობილ ფენას წლების განმავლობაში ხელფასები დაუნიშნა მოწყალე, კეთილი, უხვი და უხილავი კაცის სახელით.

 


დიდი დრო დასჭირდა, ივანიშვილისგან მადლიერ ხალხს მიმხვდარიყო, რეალურად რას გეგმავდა „ქველომოქმედების“ პარალელურად.

 


პოლიტიკაში მოსვლისთანავე გაცხადდა მისი რეალური ზრახვა; ეს იყო მტერთან მონური თანამშრომლობის გზით საქართველოს პოლიტიკური კურსის თანმიმდევრული ცვლა რუსეთისაკენ.

 


ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ „იარაღით“ ფაქტობრივად გაანადგურა საგარეო პოლიტიკა, მიზანმიმართულად ჩამოშალა პრეზიდენტ სააკაშვილის შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურები, უგულველყო ევრო სტრუქტურები;

 


“ქართული ოცნების“ „იარლიყით“ საკუთარი განდიდების პოლიტიკაში ჩაიძირა. ბუნებრივია, რომ მას „ექვთიმეს“ ამბიციით სასკოლო სახელმძღვანელოში „დამკვიდრებაც“ მოუნდა!

 


მის ბიოგრაფიულ მონაცემებში ამიტომაც „ტივტივებს“ სიტყვები, „მეცენატი“, „ქველმოქმედი“ და მადლობა ღმერთს, რომ მეცხრეკლასელებს „ექვთიმეს“ სახელით არ გააცნეს ბიძინა!

 


სინამდვილეში, მან 9 წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ბიზნესიდან სვადასხვა მანიპულაციებით 70 მილიარდი ლარი გამოსანსლა ქვეყანას.

 


ივანიშვილი 9 წლიანი „მოღვაწეობით, საქართველოს აკარგვინებს თავისუფლების ისტორიულ შანს.

 

 

ასეთი ფლიდი, თაღლითი პიროვნება არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას.

 


ახლა, ეს კატასტროფა იოლად შესაცნობია ყველასთვის. ის „ფენა“, ვინც დღემდე ბიძინას „მოწყალებით“ ცხოვრობს ამაში ცუდს ვერ დაინახავს და საკუთარი, სავსე მაცივრის დაკარგვა უფრო აშინებს, ვიდრე სახელმწიფოებრიობის.

 


ისტორია სიბინძურეს, ადრე თუ გვიან, მაინც წარმოაჩენს. საქართველოს კი სამწუხაროდ, დასაკარგი დრო არ აქვს.

 

 

არც ერთი წუთი არ უნდა დავკარგოთ, რომ ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი გამოვიხსნათ ტყვეობიდან და საქართველოს დავუბრუნოთ თავისი ისტორიული თავისუფლება.

 

 

ჯონი გიგანი,


წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი