[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ირაკლი ღარიბაშვილი სამწუთიან ვიდეო-მიმართვას ავრცელებს
20-02-2014, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

                                                         

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის წევრებს და აქტივისტებს მიმართავს და მათ გააქტიურებისაკენ მოუწოდებს.

 

 

"დღეს გადავდივართ პარტიისა და მისი სტრუქტურების განახლების ახალ ეტაპზე და თქვენი მონაწილეობა ამ საქმეში პარტიის ხელმძღვანელობისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სულ მალე ვიწყებთ რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას. მინდა დავავალო პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის პარტიული კონფერენციების ორგანიზება. ეს იქნება რეგულარული შეხვედრები ჩვენი პარტიის წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან", - აცხადებს მიმართვაში ირაკლი ღარიბაშვილი და განაგრძობს:

 

 

 

"ამიტომ მოგიწოდებთ პარტიის თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს, - იაქტიურეთ, მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს შეხვედრებში, პარტიულ კონფერენციებში და თქვენი წვლილი შეიტანეთ მის განახლებასა და გაძლიერებაში. მჯერა, რომ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" იქნება პარტია, რომელიც კიდევ ათასობით მხარდამჭერს შემოიკრებს გარშემო, იქნება მათი ინტერესების დამცველი და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.

 


აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ახალგაზრდობას – შემოგვიერთდით! მე მსურს თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი საქართველო!", - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
მისივე განცხადებით, არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა, და იბრძოლა, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება.
"ბევრ იმ ადამიანს, რომელიც პირველი დღიდან მონაწილეობდა პარტიის მშენებლობაში, აქვს განცდა იმისა, რომ თავდადება სათანადოდ არ დაუფასდათ.მინდა გითხრათ, რომ ეს იმ სირთულეების ბრალი იყო, რომლებიც ქვეყანამ გამოიარა. საბედნიეროდ, ეს სირთულეები ყველამ ერთად ღირსეულად გადავლახეთ. ამიტომ გარწმუნებთ, არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა, და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება", - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის განვლილ ორ წელიწადს აფასებს და ამბობს, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილმა პარტიამ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ", საერთო იდეოლოგიისა და ღირებულებების მქონე ადამიანების გაერთიანება და ქვეყნის სამსახურში ჩაყენება შეძლო.

 


"ჩვენმა პარტიამ ამ ორ წელიწადში თითქმის შეუძლებელი შეძლო - დიდი ძალისხმევისა და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და წარმმართველი პოლიტიკური ძალა გახდა.

 


ასეთ წარმატებას, ხშირად, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკური პარტიებიც კი ვერ აღწევენ. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო მეტი ენერგიით განაგრძობს საქმიანობას და თანამედროვე ევროპული ტიპის პარტიად ჩამოყალიბდება, - პარტიად, რომელსაც ენდობიან მოქალაქეები და რომელიც მათი ინტერესების გამტარებელია", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 1
#1   SHORENA GOGOLADZE
      
თქვენ გვერდით ვიყავი და ვარ .ვაშენოთ ეს ქვეყანა და არ შევლახოთ მოქალაქეების უფლებები.ჩავრთოთ ახალგაზრდები და მივცეთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება საქართველოს აღმშენებლობისათვის.
wink
28 აპრილი 2015 07:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი