ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ სპონსორობას განაგრძობს
09-12-2021, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ ‘ლანჩხუთის’ მხარდაჭერას განაგრძობს და ახალი მემორანდუმის ფარგლებში ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის პარტნიორობა 2022 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.

 


განახლებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. ქსკ ლანჩხუთმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული პირველობის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა.

 


12 დეკემბერს კი ბოლო ტური გაიმართება და ქსკ ლანჩხუთი 2021 წლის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.

 


„სასიხარულოა, რომ მომდევნო წლის განმავლობაშიც განვაგრძობთ ჩვენი და ყველასათვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერასა და მეგობრობას.

 


ლიბერთიმ სულ ახლახანს განაცხადა ახალი სტრატეგიის შესახებ, რომლის ფარგლებში ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება ერთერთი მთავარი მიმართულებაა - განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. კლუბთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გოგონების სპორტული წარმატებისთვის, ასევე ზოგადად ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.

 


წარმატებას ვუსურვებ გოგონებს ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩემპიონები კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებას მიაღწევენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის", - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

 


„ლიბერთის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში და თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში“, - აღნიშნა დურმიშხან ჩხაიძემ, კლუბის დირექტორმა.

 


2020 წლიდან ლიბერთი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და ლიბერთის მჭიდრო თანამშრომლობა, ქალების გაძლიერებასა, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას და ქალებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

 


ინფორმაციას ლიბერთი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი