„ბი ეფ დი სი”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თუ ამჟამადაც მის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანიაა, მოიხმარს უფრო მეტ ელექტროენერიას, ვიდრე საქართველოს რკინიგზა და თბილისის მეტროპოლიტენი ერთად აღებული
12-12-2021, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარაზიტი ენერგოვამპირი, რომელსაც საქართველოსთვის არაფერი მოაქვს.

 


მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოში 11,2 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია იქნა მოხმარებული.

 


ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი პირდაპირი მომხმარებლები არიან:

 


-„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” – 739,0 მლნ კვტსთ

 


-„ბი ეფ დი ესი” – 355,1 მლნ კვტსთ

 


-„ჯორჯიან მანგანეზი” – 307,3 მლნ კვტსთ

 


-„რუსთავის აზოტი” – 205,8 მლნ კვტსთ

 


-„ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია” – 168,2 მლნ კვტსთ

 


„ბი ეფ დი სი”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თუ ამჟამადაც მის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანიაა, მოიხმარს უფრო მეტ ელექტროენერიას, ვიდრე საქართველოს რკინიგზა და თბილისის მეტროპოლიტენი ერთად აღებული.

 

 

საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირებულ ოთხ ბიტკოინმომპოვებელ კომპანიას მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მიეწოდა 425,8 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. ეს მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე მათ მიერ შარშან შესაბამის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგია, მაგრამ ნაკლებია 2019 წლის მოხმარებასთან შედარებით (622,5 მლნ კვტსთ).

 

 

კრიპტოვალუტის მომპოვებელ ამ კომპანიების როლი საქართველოს ეკონომიკისთვის თითქმის ნულოვანია: დასაქმებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, განთავისუფლებული არიან ყოველგვარი გადასახადისაგან (გარდა საშემოსავლო გადასახადისა), უფასოდენ ფლობენ მიწებს და მათი შენატანი ქვეყნის ბიუჯეტში იმაზე ნაკლებია, ვიდრე თბილისში მდებარე “მაკდონალდსის” ტიპის ერთი ან ორი რესტორნისა. ელექტროენერგია მათ მიეწოდოდებათ შეღავათიან ფასად (არ იხდიან დღგ-ს).

 

 

ელექტროენერგიით მათ მოსამარაგებლად ან უნდა განახორციელო ძვირადღირებული იმპორტი (გადის ვალუტა) ან უნდა ააშენო ახალი სიმძლავრეები. და რისთვის?!

 

 

რომან გოცირიძე,

 

დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი