რომან გოცირიძე: გვახსოვს გაქუცული მილიონიანი ნაძვის ხე... ცუდია ქურდობა, ოღონდ ნუ გვავიწყდება, რომ სინამდვილეში სხვაგან იპარავენ ათეულ და ასეულ მილიონებს
14-12-2021, 09:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქვეყანა, რომელსაც 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს, გაჩახჩახებული უნდა იყოს. ახალ წელს მაინც. ამართლებს ეს ხარჯები.

 


ორი ათეული წელია ვისმენთ ერთსა და იმავე ისტორიას-რატომ არის საახალწლოდ განათებული თუ გადანათებული თბილისი. ვინმეს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, გამოუთქვმს პრეტენზია, არ გვინდა საახლწლო მორთულობებიო? უფრო იმაზე დაობენ, “ლუსტრა” უფრო უხდება თუ საყვირებიანი ანგელოზები. მე თუ მკითხავთ, არც ერთი და არც მეორე, მაგრამ რაღაცები ხომ უხდება?

 


იპარავენ ფულსო. ალბათ კი. გვახსოვს გაქუცული მილიონიანი ნაძვის ხე და კიდევ რაღაცები. ცუდია ქურდობა, ოღონდ ნუ გვავიწყდება, რომ სინამდვილეში სხვაგან იპარავენ ათეულ და ასეულ მილიონებს. წელიწადში ერთი მილიონი ლარის ხარჯები ( ანუ სამასი ათასი დოლარი) ღირს გავიმეტოთ ზეიმის მოსაწყობად. არაა ეს სფერო ქალაქის მესვეურთა კორუფციული საქმიანობის მთავარი სარბიელი.

 


იპარავენ სულ სხვაგან და სულ სხვა მასშტაბებით.

 


დღეს შევიტყვეთ, რომ საკალათბურთო დარბაზის აშენებას, სადაც ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, “არ ჰყოფნის” ოცი მილიონი ლარი. 70 მილიონი ხომ აშოვნინეს საკუთარ კომპანიას, ახლა მეტი მოუნდათ. საბაბიც კარგი აქვთ-თურმე ვერ ესწრება და თუ ფულს არ გამოვძებნით, თამაშები შეიძლება სხვაგან გადაიტანონ. ეს რომ მოხდებოდა, ნათელი იყო. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვისაც ასე მოხდა: ვერ ვასწრებთო და თავდაპირველთან შედარებით თითქმის ერთი იმდენი წაუმატეს. ეს ნაცადი ხერხია: იგებენ ტენდერს იაფი შეთავაზებით ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიები და მერე აძვირებენ და ფულს იყოფენ. ასე არ მოხდა ჭავჭავაძია პროსპექტის მშენებლობისას? ასე მოხდება ვაკის პარკის რემონტის დროსაც. მალე შევიტყობთ, რომ დასამთავრებლად “ფული არ ჰყოფნით”. ავტობუსების შემოყვანით იმდენი მილიონები მოიპარეს თბილისის ბიუჯეტიდან, რომელიც თბილისის საახალწლო განათებას ეყოფოდა ზუსტად 180 წლის განმავლობაში.

 


ჩვენ ვანათებთ ქალაქებს ჩვენს მიერ გადახდილი ფულით და არა ხელისუფლება. არც ქალაქის მორთვაში უნდა იპარავდნენ ფულს და არც მშენებლობებში, მაგრამ აქცენტების არასწორად დასმა (ანუ რატომ ვხარჯავთ გართობაზე ფულს) განუზომლად დიდი მასშტაბის ფულის ფლანგვისაგან ყურადღების სხვაგან გადატანას ემსახურება ძალაუნებურად.

 


სხვათა შორის, თბილისის საახალწლო განათებისთვის საჭირო ხარჯები იმაზე გაცილებით ნაკლებია, რამდენსაც ხელფასის სახით იღებენ ეროვნული ბანკის საბჭოს ან რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს ( მაგალითად, სემეკის) წევრები.

 


ღირს ახალი წელი მცირეოდენ ხარჯებად!

 

 

რომან გოცირიძე,

 

დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი