თუ საღი გონება შერჩა - თავად უნდა მიხვდეს სააკაშვილი, რომ მას არანაირი რეალური მხარდაჭერა არ აქვს და ყველაფერი მისი ფულით შექმნილი ტელევიზიების მიერ დახატული ზღაპარია, რომელი ზღაპრითაც, ყალბი რეიტინგებითაც, ის თავისსავე გარემოცვამ გაასულელა!
14-12-2021, 09:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კარგად მახსოვს 1992 წელი‼ ჩემს მეხსიერებაში ყველაზე საშინელი და სისხლიანი წელი‼

 

ეს ის წელია, ჯაბა იოსელიანმა რომ განაცხადა ტელევიზიით -“დემოკრატია ლობიოობა არ არის და ყველა მიტინგს დავხრვრეტთო“‼

 

დელისის მეტრო მახსოვს ყველაზე კარგად. წინა დღით ყველა გააფრთხილეს - მიხვალთ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ მიტინგზე და ადგილზე იქნებით ლიკვიდირებულიო‼

 

ჩემი მეზობელი მეცნიერი ცოლ-ქმარი მახსოვს, გამოწყობილები რომ გამოვიდნენ სადარბაზოდან და კითხვაზე - სად მიდიხართ ? გაოცებულებმა უპასუხეს - როგორ თუ სად, ზვიადს და საქართველოს ვჭირდებით, მიტინგზე მივდივართო‼

 

ასე მოდიოდა და მოდიოდა ხალხი ყველა უბნიდან - უიარაღოდ, შიშველი ხელებით, საქართველოს პრეზიდენტის და დამოუკიდებლობის დაცვის სურვილით გულანთებული‼

 

მოდიოდა ხალხი და მიდიოდა სიკვდილზე, გარდაუვალ დარბევაზე - სიცოცხლეს წირავდა საქართველოს თავისუფლებისა და კანონიერებისათვის‼

 

როდესაც დელისის მეტროსთან მშვიდობიან მიტინგს ავტომატების ჯერი დაუშინე,ს ყველა შეშინდა, პროფკავშირების სასახლის კარებები შეამტვრია, შენობას შეაფარა თავი, მაგრამ ზუსტად 5 წუთში ხალხი გამოერკვა, ერთიანად იხუვლა და ეს უიარაღო ხალხი გარეთ გავარდა - კალაშნიკოვის ტყვიების წვიმაში, შიშველი ხელებით ეკვეთა ჯალათებს, რომლებიც ჯერ გაოცდნენ, შემდეგ შეშინებულები მანქანებში ჩახტნენ და გაიქცნენ‼

 

ასევე მოხდა დიდუბის მეტროსთან, 2 თებერვალს ცირკთან, თავისუფლების მოედანზე, ზუგდიდში, წალენჯიხაში და სხვა ბევრ ქალაქში - უიარაღო ხალხი ტყვიას უშვერდა მკერდს და ასე იცავდა თავის პრეზიდენტს‼

 

დიახ - ჭეშმარიტი პრეზიდენტის დასაცავად პატრიოტები ტყვიების წვიმაში თავს წირავდნენ და 200-300 ათასი ქართველი უშიშრად გამოდიოდა კანონიერების აღდგენისათვის‼

 

რა სურათს ვხედავთ დღეს?!

 

სააკაშვილის დასაცავად არათუ ტყვიების წვიმაში, არამედ შესანიშნავ ამინდში, კომფორტულ გარემოში, ტელევიზიების პირდაპირ ეთერში, კონცერტის და სხვა გასართობის თანხლებით, 50 და 100-ლარიანი ანაზღაურებით 1000 კაციც არ იკრიბება‼


არც რეზინის ტყვიას ესვრის ვინმე და არც ცრემლსადენ გაზს - ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე - ამათთვის 1992 წლის მსგავსად ნამდვილი ტყვია რომ ესროლა ვინმეს, ალბათ 3 კაციც არ მივიდოდა მიტინგზე‼


თუ საღი გონება შერჩა - თავად უნდა მიხვდეს სააკაშვილი, რომ მას არანაირი რეალური მხარდაჭერა არ აქვს და ყველაფერი მისი ფულით შექმნილი ტელევიზიების მიერ დახატული ზღაპარია, რომელი ზღაპრითაც, ყალბი რეიტინგებითაც ის თავისსავე გარემოცვამ გაასულელა‼


მიშა სააკაშვილო - შეეგუე, რომ არ უყვარხარ ქართველებს, მათთვის შენ უცხოდ დარჩი, ვიღაცების გამოგზავნილად აღგიქვამენ და 50 თუ 100 ლარად მოყვანილი საცოდავი ხალხი არც შენი მხარდამჭერია, არც პატივისმცემელი‼


და კიდევ ერთზე დაფიქრდი - წარმოიდგინე ზვიად გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ - რამდენი ასეულ ათასი პატრიოტი იქნებოდა 24 საათი ციხის კედლებთან, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად - შემდეგ შენს გაქსუებულ გარემოცვას შეხედე, პარლამენტარის მანდატის დატოვებაც კი რომ დაენანათ - ბოლოს ადექი და საკნის თუ პალატის გისოსებიდან გადმოიხედე და ვერცერთ შენიანს ვერ მოკრავ თვალს, იმედია ეზოს რომ დაინახავ - ბევრ რამეს მიხვდები!!

 

 

სანდრო ბრეგაძე,

 

პოლიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი