მირიან ყარაულაშვილი: ქალბატონო სალომე, უკვე ყველა ზღვარს გადახვედით... როდიდან გაგიჩნდათ პატრიარქისამდი განსაკუთრებული მამა-შვილური დამოკიდებულება?
16-12-2021, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალბატონო სალომე, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად ქართველთა პატრიარქს რატომ ჰრევთ ამ აბდაუბდაში???


აწი ვისაც სადმე დანაშაულის ჩადენა მოუნდება და სადმე საზღვარს უკანონოდ გადმოჰკვეთს - პატრიარქთან უნდა არბენინოთ მისატევებლად?!


სადაური წესია ეგ!!!


რატომ გინდათ რომ ხელი შეახოცოთ ამაგდარ და ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს?!


ან თქვენ როდიდან გაგიჩნდათ მისდამი განსაკუთრებული მამა-შვილური დამოკიდებულება?!


2004-2006 წლებში არ იყო ილია მეორე პატრიარქი, როდესაც თქვენ პირადად, თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრობით და თვენი ევროპული წარმოშობის სარჩულით „ათეთრებდით“ ნაცნაძირალათა ხროვის ნაკეთებ სიბინძურეებს???

 

ან მაშინ არ იყო პატრიარქი ღვაწლმოსილი მოხუცი, როდესაც ფსევდო სტიქაროსნები ვინმე გიგი უგულავა და მისი პირადი მძღოლი ვინმე სუბელიანი წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში თიტებს და მუშტებს რომ უქნევდნენ მას ცხოველური ღრიალით???


თქვენ ხომ არ გგონიათ ადამიანები მართლა კარგავენ მეხსიერებას?!

 

არა, გვახსოვს ყველაფერი!!!

 

უბრალოდ, კარგად აღზრდილები ვართ, ოჯახში ვართ გაზრდილები და ამიტომ ვიდრე უკადრებელს არ იკადრებს, არ ვამხელთ ხოლმე არავის-არც შინაურს და არც გარეულს!!!

 

ახლა უკვე ყველა ზღვარს გადახვედით!!!

 

სასწრაფოდ მოითხოვეთ პირდაპირი ეთერები ტელევიზიებში, მოიწვიეთ ბრიფინგი და ერთხელ კიდევ გარკვევით (და არა რებუსებით) წარმოთქვით, რომ:


- ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, ანუ თქვენ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე სრული უფლებამოსილებით იქნებით, არც კი შეეცდებით კრიმინალ სასჯელმისჯილი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას და ამ გზით მისი მართლმსაჯულების სივრციდან დახსნას!!!


გამოდი და თქვი ეს ხმამაღლა და ყველასთვის გასაგებად თქვი!!!

 

მირიან ყარაულაშვილი,


ექსპერტი


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი