ლევან ხაბეიშვილი: სად იყო პროკურორად წოდებული შოთაძე, კობახიძე, თალაკვაძე, ვოლსკი, ღარიბაშვილი, მდინარაძე ... სად იყვნენ ეს პატარა კაცები, როცა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ჩვენს ჯართან, პოლიციასთან ერთად ებრძოდნენ მტერს, ოკუპანტს
20-12-2021, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იდევნება ყველა, ვინც იბრძოდა, იბრძვის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. დევნიან და აკავებენ ყველას, ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს, უკუპანტს, სახელმწიფო მტერს. ქვეყნის მთავარსარდალი, ვინც არ დაუშვა დედაქალაქში რუსული ტანკები, ჯარი და წყობა პუტინის დავალებით გამოკეტილი ჰყავს ოლიგარქ ივანიშვილს.

 

 

ამჯერად დაკვებულია გენერალი კალანდაძე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა 2008 წელს ... სასამართლოს კარზე ატარებენ და დევნიან გენერალ ჯანაშიას, გენერალ ჭანკოტაძეს ... უამრავი ოფიცერი და სამხედრო დევნილია საზღვარგრეთ. ტყვეობაში ჰყავთ რომა შამათავა ... ყველას, ყველას დევნიან, ვინც იბრძოდა საკუთარი მკერდით, სიცოცხლის ფასად. კითხვა არ გაქვთ ამ დროს სად იყვნენ ეს ცხვირმოუხოცავი ლაწირაკები?! სად იყო მაგალითად პროკურორად წოდებული შოთაძე, კობახიძე, თალაკვაძე, ვოლსკი, ღარიბაშვილი, მდინარაძე ... სად იყვნენ ეს პატარა კაცები, როცა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ჩვენს ჯართან, პოლიციასთან ერთად ებრძოდნენ მტერს, ოკუპანტს, რას ვეუბნებით მომავალ თაობას, სამხედროებს, რომ მტერთან ბრძოლა დასჯადია?! ვინც ამას კითხულობთ და სისხლი არ გეყინებათ, ბრაზი არ გახრჩობთ და პროტესტი არ გიჩნდებათ, ჩემი აზრით, არ გეკუთვნით საქართველოს სადღეგრძელოს თქმა ქართულს სუფრაზე, არც დაღუპული ანწუხელიძის ხსენების უფლება არ უნდა გქონდეთ და არც ტერიტორიულ მთლიანობას არ უნდა ლოცავდეთ.

 


წამით დაფიქრდით, როცა ეს ხალხი მკერდით მტერს იგერიებდა თანამებრძოლებთან ერთად, ჩვენი უდიდესი ნაწილი იმედით შევყურებდით და ვამაყობდით ... და ახლა?!ახლა რა ხდება?! დევნიან, აპატიმრებენ, აწამებენ ...

 


დარწმუნებული ვარ, ისტორიის ამ ფურცლებზე შემდეგი გვერდი ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას და პატრიოტების გამარჯვებას დაეთმობა.

 


ღმერთმა დალოცოს საქართველო.

 

 

ლევან ხაბეიშვილი

 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი