წალკის სოფელ აშკალის სომხური საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, ახალი წლიდან უფრო მეტი მასწავლებელი ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში
20-12-2021, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, სკოლაში და ზოგადად სოფელში კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ვირუსის გავრცელება მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობდეს.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

 


„შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ვირუსი ჩვენთან, ვგულისხმობ ჩვენს სოფელს, პრაქტიკულად არ არის გავრცელებული. პირველ სემესტრს ვასრულებთ და გახარებული ვართ იმით, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა არ მოგვიწია. სკოლაში ყველა ნორმა დაცულია. ამას წინათ წალკის რესურსცენტრიდან გახლდნენ შემოწმებაზე და სკოლამ ჰიგიენის თვალსაზრისით ყველა ნორმა დააკმაყოფილა. მაღალ დონეზეა მოწესრიგებული სველი წერტილები, რისთვისაც გასულ წელს 50 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. დიდი თანადგომა გამოიჩინა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის სველი წერტილები

 


„ძალიან დიდ ყუარდღებას იჩენს ჩვენდამი თავად რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი არსენ ჯმუხაძე. იქ, სადაც საკითხების გადაწყვეტა ჩვენს ძალებს აღემატება, სწორედ მისი წყალობით და ჩართულობით ხერხდება პრობლემების მოგვარება“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა და დაამატა, რომ სოფელში არსებული კარგი ეპიდემიოლოგიური სურათის მიუხედავად, იანვრიდან მასწავლებლები იმუნიზაციის პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას გეგმავენ.

 

 

 


„ამჟამად, ჩვენი 30 თანამშრომლიდან მხოლოდ 7 პედაგოგია აცრილი. ეს დაბალი მაჩვენებელია. არსებობს იმის მზაობა, რომ მეორე სემესტრიდან უფრო მეტი მასწავლებელი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, რადგან სხვაგვარად პანდემიის დამარცხება ძალიან რთული იქნება“, - თქვა ვაჟა ზურნაჩიანმა.

 


აშკალის საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, ამჟამად სკოლას უკვე 6 უფროსი და ერთი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

 


„უფროსი მასწავლებლების გარდა, ჯერ კიდევ გვყავს პრაქტიკოსი მასწავლებლებიც - ისინი, რომლებმაც 2019 წელს სახელმწიფო ჯილდოს აღებაზე უარი თქვეს. მიმაჩნია, რომ პრაქტიკოს მასწავლებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია და მათი სკოლაში მუშაობა მიზანშეწონილია. ამავე დროს, აუცილებელია ახალგაზრდა თაობის მოსვლაც, რადგან ისინი პროფესიასთან ერთად, კარგად ფლობენ სახელმწიფო ენას, ქართულს და ეს დიდი უპირატესობაა. შესაძლოა, მათ აკლიათ გამოცდილება, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში მიიღებენ. ახალგაზრდებს აქვთ მეტი სითამამე, თავისუფლება. მათ ახალი ენერგია შემოაქვთ სკოლაში“, - აღნიშნა ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი