ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს „მკვლელი“ უწოდა და თქვა, რომ სი ძინპინმა „კოვიდ-19“ -ის პანდემიით „გაანადგურა მთელი მსოფლიო“
23-12-2021, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი არის „მკვლელი“, რომელმაც „რეალურად გაანადგურა მთელი მსოფლიო“ კოვიდ-19-ის პანდემიით.

 


„ის მკვლელია, მაგრამ მე ჩინებული ურთიერთობა მქონდა მასთან“, - თქვა ტრამპმა.

 


მისი მტკიცებით, ჩინეთი გახდა „საფრთხე“ „ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით“ პანდემიის ზრდის შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენს „ეშინია“ სი ძინპინის და არ მოუხდენია ზეწოლა ხელისუფლებაზე პანდემიის წარმოშობის გასარკვევად.

 


მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა, მან Fox News-ს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი მომავალ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პეკინში, რათა თავიდან აიცილოს ის, რომ ამერიკა ცუდად გამოიყურებოდეს.

 


„მე ვიხილე ჯიმი კარტერმა როგორ გააკეთა ეს და ეს საშინელება იყო”, - თქვა ტრამპმა აშშ-ის მიერ 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე მოსკოვში. „სპორტსმენებს ვნებს. არსებობს ბევრად უფრო ძლიერი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია - ბევრად, ბევრად უფრო ძლიერი რამ. ეს არ არის ძლიერი რამ. ეს თითქმის გვამსგავსებს, არ ვიცი, გაბრაზებულ დამარცხებულებს“.

 

 

კარტერის ამგვარმა გადაწყვეტილებამ განაპირობა ის, რომ საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა 1984 წლის ოლიმპიურ თმაშებს ლოს-ანჯელესში ბოიკოტი გამოუცხადეს.

 

 

ტრამპმა 2020 წლის იანვარში „თვითერის“ საკუთარ გვერდზე, რომელიც ახლა შეჩერებულია, ქება შეასხა სი ძინპინს სავაჭრო შეთანხმებისთვის, რომელიც „ორივეს, აშშ-ს და ჩინეთს მრავალმხრივ დაახლოებს“.

 


„შესანიშნავი მუშობა პრეზიდენტ სისთან, კაცთან, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავისი ქვეყანა. კიდევ უფრო მეტს ველოდოთ“, - დაწერა ტრამპმა.

 


ტრამპმა 2020 წლის მარტში, სისთან პანდემიის შესახებ საუბრის შემდეგ „თვითერზე“ დაწერა:

 

 

„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სისთან. ძალზე დეტალურად განვიხილეთ კორონავირუსი, რომელიც ანადგურებს ჩვენი პლანეტის დიდ ნაწილს. ჩინეთმა ბევრი რამ გამოიარა და ვირუსის ძლიერი გაგება განავითარა. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ერთად. დიდი პატივისცემა!“

 

 

ჩინეთის პასუხი

 

 

ტრამპის Fox News-თან ინტერვიუს საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა თქვა, რომ პანდემიის შედეგად ათასობით ამერიკელის დაღუპვაში ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიუძღვის.

 


„რაც არ უნდა ეცადოს ზოგიერთი თვალთმაქცი პოლიტიკოსი ყურადღების გადატანას და სხვისთვის გადაბრალებას, ისინი ვერ შეცვლიან იმ მოცემულობას, რომელიც მათი მხრიდან ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი ზერელე დამოკიდებულებითა და ეპიდემიისადმი გაუმართავი რეაგირებით იქნა გამოხატული“, - თქვა ჟაომ და დაამატა: „ტრამპის მიერ განტევების ვაცის განმეორებითი ძებნა მხოლოდ შეახსენებს ხალხს, თუ ვინ უნდა იყოს პირველი დამნაშავე ყველა ამ უბედურებაში“.

 

 

სპიკერმა ასევე უპასუხა ტრამპის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ჩინეთი ანგრევს აშშ-ის ეკონომიკას და მან ამას „უბრალოდ სისულელე“ უწოდა.

 

 

„დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ჩინეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობამ ორივე ხალხს უზარმაზარი სარგებელი მოუტანა. ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ორმხრივად მომგებიანია. სინამდვილეში, აშშ-ის მიერ ჩინური საწარმოების ჩაგვრა უტოლდება ექსპლუატაციას, რომელიც ძირს უთხრის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და საერთაშორისო ეკონომიკურ და სავაჭრო წესებს“, - თქვა ჟაომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი