რომან გოცირიძე: გადამდგარი ტიკარაძე ალაპარაკდა, ფაქტობრივად, მთავრობა და ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა კორონავირუსის გავრცელებაში და ადამიანების სიკვდილში
26-12-2021, 20:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გადამდგარი ტიკარაძე ალაპარაკდა. ფაქტობრივად, მთავრობა და ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა კორონავირუსის გავრცელებაში და ადამიანების სიკვდილში.

 


როგორც გვახსოვს, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი მომხრე იყო ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულთა მიმართ სავალდებულო აცრის შემოღების( ისევე, როგორც ეს ხდება ფაქტობრივად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში). მოვუსმინოთ რა თქვა მან: “პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით”. “გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. მიზეზი ინფექციის კონტროლის არარსებობაა“. ანუ რა გამოდის, პაციენტს კლავს დაინფიცირებული სამედიცინო მუშაკი.

 


ყველა, განურჩევლად მოტივისა (მათ შორის პოლიტიკოსები), რომლებიც ამბობენ, რომ არ ემხრობიან ექიმების, მასწავლებლებისა და ზოგიერთი სხვა პროფესიის ადამიანების სავალდებულო აცრას, არიან ინფექციის გავრცელებისა და შესაბამისად, სიკვდილიანობის მატების ხელშემწყობები.

 


სავალდებულობა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას შებოჭავენ და ნემსს დაარჭობენ. სავალდებულობა ნიშნავს, რომ სანამ ვირუსის გავრცელება არ შეჩერებულა, სხვა საქმე უნდა მოძებნო, თუ ასეთი პრინციპული ანტივაქსერი ხარ.

 


დისკრიმინაციაა საყვარელი საქმიანობის უფლებას რომ ართმევ? ნურას უკაცრავად, შრომის უფლებას კი არ ართმევ, სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლებას ართმევ.

 

 

რომან გოცირიძე,

 

დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი